Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი 41 წლის გახდა - საინტერესო ფაქტები მომღერალზე
ეს საინტერესოა - 10:21, 02 Mar, 2018     6183

ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ის წამყვანი ვოკალისტი კრის მარტინი 41 წლის გახდა.








გაეცანით, საინტერესო ფაქტებს კრის მარტინის შესახებ.

  • კრისი დაიბადა ექსეტერში, დევონში და იყო ყველაზე უფროსი ხუთ ბავშვს შორის. მისი მამა, ენტონი მარტინი, არის ყოფილი ბუხჰალტერი, ხოლო დედა, ელისონ მარტინი მუსიკის მასწავლებელი.

  • მარტინმა თავდაპირველად განათლება ექსეტერის კათედრალურ სკოლაში მიიღო. სწორედ იქ ჩამოაყალიბა მან თავისი პირველი ჯგუფი, The Rocking Honkies, რომელშიც ნიკ რეპტონი და აივენ გრონოუ შედიოდნენ. ჯგუფის პირველი საკონცერტოგამოსვლა მსმენელებს არ მოეწონა.

  • ექსეტერის სკოლის შემდეგ მარტინი მოხვდა ბიჭების დამოუკიდებელ, შერბორნის სკოლაში. იქ მან გაიცნო Coldplay-ს მომავალი მენეჯერი ფილ ჰარვი. შემდგომშიკრისი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში გადავიდა. ის ანტიკური სამყაროსისტორიასა და ბერძნულ და ლათინურ ენებს სწავლობდა. ამ სასწავლებელში მანგაიცნო Coldplay-ს მომავალი მუსიკოსები, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და გაიბერიმენი

  • 1996 წელს მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც თავდაპირველად Starfish („ზღვის ვარსკვლავი“) ერქვა. მოგვიანებით მუსიკოსებმა ეს სახელი Coldplay-ით ჩაანაცვლეს. მაგრამ მსოფლიო პოპულარობის მოპოვება მხოლოდ 2000 წელს, მეორე სინგლით, სახელწოდებით Yellow მოახერხეს.

  • ბენდის სახელწოდება მომდინარეობს ერთ-ერთი წიგნიდან ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც ჰქვია Child’s Reflections, Cold Play;

  • · სინგლი Yellow Coldplay-იმ კუპერტინოში, სტივ ჯობსის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე დაუკრა. სანამ გამოსვლას დაიწყებდნენ, კრის მარტინმა განაცხადა: „ეს სიმღერა სტივ ჯობსს 10 წლის წინ დავუკარით. მაშინ მან გვითხრა, რომ Yellow არაფრად ვარგა და ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევდით“.

  • პრინცი ჰარის ორგანიზატორობით კენსინგტონის სასახლეში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. Up&Up-ის შესრულებისას, პრინცე სცენაზე ავიდა და ქოლდფლეისთან ერთად იმღერა.
  • კრის მარტინი 10 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ოსკაროსან მსახიობ გვინეტ პელტროუზე. წყვილი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდა. თუმცა, დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთის შემოქმედების აქტიურ გულშემატკივრად რჩებიან. მათ ორი შვილი ჰყავთ.

  • სიმღერა Fix you კრისმა გვინეტს მიუძღვმა, როდესა მას მამა გარდაეცვალა.



  • ამჟამად კრისი, 28 წლის მსახიობს, დაკოტა ჯონსონს ხვდება.
  • ლონდონში ბენდს საკუთარი საფუნთუშე აქვს გახსნილი, რომელიც თავიანთ შტაბბინად აქციეს;
  • კრისი აქტიური ქველქმოქმედია.

რაც შეეხება Coldplay-ს, ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის Brit-ის რვა ნომინაცია საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის ნომინაციაში (სამჯერ გამარჯვებით)და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. სულ Coldplay ფლობს გრემის შვიდჯილდოს 25 ნომინაციაში. ჯგუფმა მსოფლიოში გაყიდა 80 მილიონი ჩანაწერი. 2009 წლისდეკემბერში Rolling Stone-ის მკითხველების გამოკითხვის საფუძველზე Coldplay მოექცა 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიის მეოთხე ადგილზე. ჯგუფი არისსხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ღონისძიებისა და ორგანიზაციის აქტიურიმხარდამჭერი - ასეთებია Oxfam-ის კამპანია Make Trade Fair და Amnesty International. Coldplayწარსულში გამოსულა მრავალ საქველმოქმედო კონცერტზე ან მიუღია მონაწილეობა ამა თუსაქველმოქმედო აქციაში, როგორიც არის Band Aid 20, Live 8, Sound Relief, Hope for Haiti Now: A Global Benefit for Earthquake Relief, The Secret Policeman's Ball, Sport Relief და Teenage Cancer Trust.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42