თიბისი ბანკი სტარტაპების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:13, 01 Mar, 2017     1979
„სტარტაპერი“ - ასე ჰქვია თიბისი ბანკის პროექტს, რომლის მიზანი სტარტაპების მხარდაჭერა და ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა.

პროექტის ფარგლებში სტარტაპები, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, თიბისი ბანკისგან სხვადასხვა არაფინანსურ სერვისს მიიღებენ, რაც მათ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

ამით თიბისი ბიზნესის მომსახურების არეალი კიდევ უფრო ფართოვდება. კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებთან ერთად, თიბისი სტარტაპებსაც დაეხმარება განვითარებაში.

მათ, ვინც ფლობს სტარტაპს, აქვს საკუთარი ბიზნესის მართვის მინიმალური გამოცდილება და სჭირდება როგორც ფინანსური რესურსი, ისე ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესება, შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ ინიციატივით, რომელიც პროექტის ფარგლებში იგეგმება:

სტარტაპებისთვის თიბისი ბანკი ქმნის სპეციალურ სესხს და საოპერაციო პროდუქტების ხელმისაწვდომ პაკეტს, რაც მიმდინარე საბანკო ანგარიშების, ინტერნეტბანკისა და ბიზნესბარათის შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს.

დაინერგება ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების სპეციალური პროგრამა, რომლებიც სტარტაპების საჭიროებებზე იქნება მორგებული და რომლებსაც ბიზნესის მართვაში გამოცდილი პროფესიონალები გაუძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ვორქშოპები და შეხვედრები გამოცდილ ბიზნესმენებთან.

პროექტისთვის „სტარტაპერი“ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.startuperi.ge, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც პროექტის, ისე მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის პროექტს, „ბიზნესდაჯილდოება“ ერთ-ერთ ნომინაციად დაემატება „წლის სტარტაპი“.

„სტარტაპერის“ მედიაპარტნიორია Marketer.ge, რომელიც პროექტში მონაწილე სტარტაპებსა და მათ დამფუძნებლებს გააცნობს საზოგადოებას.

პროექტის პრეზენტაცია „Impact Hub-ში” გაიმართა და მას სტარტაპების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42