საქართველოსა და ბელარუსს შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:47, 01 Mar, 2017     1191
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და დაცვის, ასევე საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.

გიორგი გახარიამ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსს ვაჭრობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებები ორი ქვეყნის კომპანიების ინტერესს ინვესტიციების განსახორციელებლად კიდევ უფრო გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ბელორუსიას შორის ვაჭრობის ინდექსმა 78 მილიონს მიაღწია.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების მხარდაჭერის და დაცვის ხელშეკრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბელარუსული კომპანიების საქართველოში, ასევე ქართული კომპანიების ბელარუსულ ბაზარზე გააქტიურებისთვის. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ რამდენიმეჯერ იზრდება ხოლმე კომპანიების აქტიურობა და ურთიერთინვესტირების ინტერესი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს და ღია ბაზარს მისცემს ფასის დაბალანსების საშუალებას, გაიზრდება ვიზიტორთა და, შესაბამისად, ავიარეისების რაოდენობაც.

,,მეორე ხელშეკრულება არის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, სადაც, ფაქტობრივად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია ბაზარი დააბალანსებს როგორც ფასს, ასევე რეისების რაოდენობას, რადგან ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული ბელარუსიდან საქართველოში მაქსიმალური რაოდენობის ტურისტები მოვიზიდოთ. ვფიქრობთ, რომ უკვე წელს ამ ხელშეკრულებებს თავისი შედეგი ექნება“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი გახარია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42