როგორ იქნება ლეგენდარული Nokia 3310-ის განახლებული მოდელი (ვიდეო)
მსოფლიო - 12:48, 01 Mar, 2017     6482
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ფინური კომპანია Nokia ხელახლა გამოუშვებს ისტორიაში ყველაზე გამძლე და ბევრისთვის საყვარელ მოდელ Nokia 3310-ს.

Nokia-ს ბრენდით ტელეფონებს ფინური კომპანია HMD Global-ი გამოუშვებს , რომელმაც Nokia-სგან სახელის გამოყენების უფლება შეიძინა.

განახლებული ვერსიის პრეზენტაცია, ბარსელონაში , მობილურების მსოფლიო კონგრესზე შედგა.

ტელეფონს გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემები აქვს. ამავდროულად, ძველ მოდელთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქი, 2-სიმბარათიანია და რამდენიმე ფერის არის. აღსანიშნავია, რომ განახლებულ მოდელს Nokia-ს საფირმო ზარები და ყველასთვის საყვარელი თამაში "სნეიქი" აქვს.

მობილურის ელემენტი ლოდინის რეჟიმში თითქმის 1 თვე, საუბრის რეჟიმში კი 2-დღემდე ძლებს. მისი თანამედროვე ეკრანი კი მზის შუქზე გარჩევადობის მაღალ ხარისხს იძლევა.

ვინაიდან ახალი „ნოკია“ სმარტფონი არ არის, მასში აპლიკაციების ჩაწერა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, ტელეფონი პირველად 2000 წელს გამოვიდა. მისი განსაკუთრებულობა ბატარეის გამძლეობასა და დაურღვეველ კორპუსში მდგომარეობდა.

ძველი მოდელის ახალი ინკარნაცია 59 ევრო ეღირება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42