კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ქალებს სასიკვდილო სასჯელი ემუქრებათ
მსოფლიო - 12:10, 01 Mar, 2017     11779
მალაიზიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეიის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობის საქმეში დაკავებულ ორ ქალს ბრალი წაუყენა.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ინდონეზიისა და ვიეტნამის მოქალაქეებს, 25 წლის სიტი აიშესა და 28 წლის დოან თჰი ჰუონს სასიკვდილო სასჯელი ემუქრებათ.

ორივე ქალი სასამართლო დარბაზში ხელბორკილებითა და ჯავშანჟილეტებით მიიყვანეს.

ბრალდების თანახმად, ბრალდებული ქალები და კიდევ ოთხი ადამიანი, რომელთა ვინაობას არ სახელდება, კუალა ლუმპურის აეროპორტში, ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცის მოსაკლავად მივიდნენ.

ფრანს პრესის ცნობით, ვიეტნამის მოქალაქემ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 15 თებერვალს გავრცელდა.

როგორც მალაიზიური ტელევიზია იტყობინებოდა, 13 ნოემბერს, ის კუალა ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლა. ექსპერტიზის თანახმად, მისი ლიკვიდაციისთვის მკვლელებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გამოიყენეს.

მალაიზიელი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ საქმეში ჩრდილოეთ კორეის დიპლომატია ჩართული. მათ უკვე მიმართეს ჩრდილოეთ კორეის ელჩს მალაიზიაში, რომ მისი დაკითხვის ნება მისცეს.

ინტერნეტში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა., რომელზეც ასახულია, როგორ უახლოვდება ორი ქალი მამაკაცს. ერთ-ერთი მათგანი მას სახეზე რაღაცას უსმევს.

ამის შემდეგ მამაკაცი უსაფრთხოების სამსახურთან მიდის და საკუთარ სახეზე მიუთითებს. ვიდეო მთავრებდა კადრით, რომელზეც კიმ ჩენ ნამი სავარძელში ზის და აეროპორტის თანამშრომლებით არის გარშემორტყმული.

კიმ ჩენ ნამი ძმასთან უთანხმოების გამო ჩრდილოეთ კორეიდან სამი წლის გაიქცა, მაშინ როდესაც კიმ ჩენ ინმა ბიძამისს სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა. გავრცელებული ცნობით, ბოლო წლები მან ჩინეთში, მაკაოში გაატარა.

კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი, კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი იყო. თუმცა , 2001 წელს ყალბი პასპორტით იაპონიაში შეღწევის მცდელობის გამო, მამასთან უთანხმოება მოუვიდა. ლიდერის პოსტზე მისი შემცვლელი კი კიმ ჩენ ირის მეორე ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა. 2011 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სწორედ კიმ ჩენ ინი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42