აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მისი ახალი საემიგრაციო პოლიტიკა ქვეყანას ტერორიზმისა და კრიმინალისგან დაიცავს . მისივე თქმით, ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ის მზადაა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის მუსლიმურ ქვეყნებთან.
დონალდ ტრამპმა მოუწოდა კონგრესს, გააუქმოს და შეცვალოს ჯანდაცვის სისტემა.
რაც შეეცეხება ნატოს, ტრამპმა მხარდაჭერა დაუდასტურა ალიანსს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი ხარჯები უნდა გაზარდონ.
თეთრი სახლის ლიდერმა იმიგრანტებისა და ნარკოტიკებისათვის აშშ-ის ღია საზღვრების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ-ში ნარკოტიკული საშუალებების შეტანას შეებრძოლება, საზღვარზე კედელი აშენდება, ნარკოდამოკიდებულებისთვის კი სამკურნალო კურსები ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები






