სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:18, 01 Mar, 2017     4944
საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. დღეის მდგომარეობით დასრულებულია დეტალური პროექტირება, მანქანა-დანადგარების სპეციფიკაციების მომზადება და მოლაპარაკებები მათ მომწოდებლებთან. კვირის ბოლოს დასრულდება მიწის საექსკავაციო პროცესი, რის შემდეგ იწყება საწარმოს შენობის სამშენებლო სამუშაოები.

სამშენებლო პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. გეგმის თანახმად, საწარმოს შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო Boeing-ის მიერ ქარხნის სერთიფიკაციის პროცესი 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

ქარხნისთვის უკვე შეკვეთილია თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს. უკვე დაწყებულია სპეციალისტების გადამზადების პროცესი, რომელიც მოიცავს ტრენინგს თვითმფრინავების სხვადასხვა კომპოზიტური ნაწილების წარმოების მიმართულებით და ისრაელში ტარდება.

ქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. საწარმოში შექმნილი პროდუქციის პოტენციური მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. პროდუქციის გამოშვებას ქარხანა 2018 წლიდან დაიწყებს.

საწარმოს სამშენებლო სამუშაოებზე ეტაპობრივად დასაქმდება 100-მდე ადამიანი. საბოლოო ჯამში 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 200-მდე ადგილობრივს, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამის კადრი.

ქარხანის (ATC) მშენებლობას ოპერირებას უწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems - Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC). ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქართული სამშენებლო კომპანია შპს „ანაგი“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „აი-სი-ი-ეს-ი“.

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. მშენებლობის დაწყებამდე პერიოდი მოიცავდა პროექტირების, სამშენებლო კომპანიების შერჩევის, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურებს.

მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

ELBIT Cyclone-ის შესახებ

ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.

ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში, არის „NASDAQ-ზე“ (“ESLT”) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანია. 2015 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 107 581 მლრდ დოლარს შეადგენდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42