აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ რივერსაიდში მცირეძრავიანი თვითმფრინავის საცხოვრებელ დასახლებაში ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ბიბისი იტყობინება, თვითმფრინავი , რომელიც ადგილობრივი აეროპორტიდან სან-ხოსეს მიმართულებით მიფრინავდა, ორ საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი სამაშველო სამსხურის ხელმძღვანელის მაიკლ მურის განცხადებით, თვითმფრინავის „Cessna 310“-ის ბორტზე ოჯახი იმყოფებოდა - მშობლები და სამი შვილი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, ისინი ბორტზე მყოფი ადამიანები არიან, საცხოვრებელ სახლში მყოფები.
ცნობილია ისიც, რომ რომელიც ავრიისას თვითმფრინავიდან გადმოვარდა ერთი ბავშვი , რომელმაც უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. დაზიანებულ სახლში ასევე აღმოაჩინეს ერთი დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






