ქართულმა კომპანიებმა დუბაიში, აგროგამოფენაზე ,,გალფუდი 2017“ საკუთარ პროდუქცია წარადგინეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:23, 28 Feb, 2017     1369
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დუბაიში აგროგამოფენის „გალფუდი 2017“ გახსნას დაესწრო, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს.

გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (USAID/REAP) მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე ცამეტმა ქართულმა კომპანიამ („ქართული დაფნა“, „საირმე“, „ნატექსი/ნატსჯი“, „მარტვილის წყლები“, „კედა“, „გემუანი“, „აგროლეინი“, „ქარელი აგრო“, „GPR-ჯიპიარი“, ,,კულა“, ,,ფარკონი“, „ბლუბერი“,„საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია“) საკუთარი პროდუქცია - თხილი, უალკოჰოლო სასმელები, ცხვარი, მოცვი, დაფნა, წვენი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელი წარადგინა.

საქართველოს სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Channel Georgia FZC, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია დაფუძნებული და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესჯგუფების კონსულტირება და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენეგეტიკის, სამშენებლო ინდუსტრიისა და სხვა მიმართულებებით.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს არაბთა გაერთიანებული საემიროების ოფიციალურ პირებთან. ქართულ სტენდი დუბაის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მისმა უმაღლესობამ, აბდულაჰმა მოინახულა. დუბაის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა საინვესტიციო ფორუმი, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრები გამართეს და საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

გამოფენა „Gulfood“ საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სურსათის, კვებისა და სასმელების წარმოების პროფესიონალები იკრიბებიან.

გამოფენში, ყოველწლიურად 150-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის, ესპანეთი, ავსტრია, გერმანია, უკრაინა, რუსეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ტაილანდი, თურქეთი, იაპონია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბელგია და ა.შ) 5000-მდე ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო მწარმოებელი მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 77 000-ზე მეტია. 2017 წელს, 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, გამოფენას დუბაის მსოფლიო ვაჭრობის ცენტრი (Dubai World Trade Centre (DWTC) მასპინძლობს. B2B (business-to-business) ფორმატის გამოფენა წელს უკვე ოცდამეორედ ტარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42