დიდი გაუგებრობა ოსკარზე - დაჯილდოებაზე კონვერტები ნამდვილად აერიათ (ფოტო)
ეს საინტერესოა - 13:56, 27 Feb, 2017     6504
ლოს ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის 89-ე დაჯილდოების ცერემონია სკანდალით დასრულდა.


წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულად მიუზიკლი La La Land -ი დასახელდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება Moonlight-მა მოიპოვა.


წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციის წარმდგენმა უორენ ბიტმა, შეცდომის აღმოჩენისთანავე განაცხადა, რომ მას ის კონვერტი მისცეს, სადაც ეწერა „ემა სტოუნი -ლა ლა ლენდი“, ამიტომაც შეყოვნდა გამარჯვებულების გამოცხადებისას და კონვერტი მის კოლეგას ფეი დანაუეის გაუწოდა.

მედიაში უკვე ბევრი სტატია დაიწერა იმის შესახებ, მართლა შეეშალათ თუ არა კონვერტი წლის საუკეთესი ფილმის გამოცხადებისას.

ცნობილია, რომ კონვერტი, რომელშიც კონკრეტულ კატეგორიაში გამარჯვებულის ვინაობაა მოთავსებული, სპეციალურად დაცული ქეისებით მიაქვთ ადგილზე. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კონვერტების არევის შანსი არ არსებობს. თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი ხდება, რადგან ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ უორენ ბიტს, რომელიც წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარმდგენი იყო, ნამდვილად არასწორი კონვერტი უჭირავს.

ოსკარების შემდეგ ემა სტოუნმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს, მას საკუთარი გამარჯვების კონვერტი ხელში ეჭირა. ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ ოსკარის ცერემონიაზე თითოეული ნომინაციისთვის სპეციალურად ორი კონვერტი მზადდება, ერთ-ერთს კი ნომინაციაში გამარჯვებული მსახიობი სამახსოვროდ იტოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42