,,ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთათვის ვზრუნავთ“ - ილია მეორე
რელიგია - 21:38, 26 Feb, 2017     9065
საკვირველია, როგორ იტევს ადამიანი თავის თავში ამდენ სიკეთეს, ამდენ ბოროტებას, ამდენ სიხარულს და მწუხარებას - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საღამოს სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

უწმნიდესმა ტაძარში შენდობის ლოცვა ჩაატარა.

”ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხვდებით მწუხარებას, ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას. ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთის, მაგრამ ადამიანში არის დიდი ბრძოლა და მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს, მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია, ის მარცხენა მხარეს ირჩევს, თუ კეთილია - მარჯვენას. ღმერთმა ბოროტი ადამიანი რომ დააყენოს მარჯვენა მხარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. გარშემო ცოდვებით ვართ მოცული. ამ დროს უფალი გვაძლევს ჩვენ მადლს სულისა წმინდისა და სულიწმინდა არის უძლურთა მკურნალი, სულიწმინდა შეგვეწევა ჩვენ. არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არის. ღმერთი შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება და დღევანდელ დღეს ჩვენ შევყურებთ ცას, შევყურებთ ღმერთს და ვთხოვთ უფალს, შეგვინდოს შეოდებანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიენი“ - ბრძანა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42