დიდ ბრიტანეთში ყალბ სოციალურ პროფილებს ბრძოლას უცხადებენ
ეს საინტერესოა - 13:42, 26 Feb, 2017     1875

დიდი ბრიტანეთის თაღლითობასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ინტერნეტმომხმარებელთა 2/3 ერთხელ მაინც ჰქონია კონტაქტი ყალბი სოციალური აქაუნთის მქონე პიროვნებასთან, რომელსაც ერთი ან რამდენიმე არასწორი და რეალობასთან შორს მდომი ინფორმაცია უწერია თავის მონაცემებში.

ბიუროს ცნობით, ყალბი პროფილებით ძირითადად ზარალდებიან რომანტიკული და სასიყვარულო ურთიერთობების მსურველი ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდიან, თუმცა, ხშირად ისინი მატერიალურადაც ზარალდებიან - მარტო 2016 წელს ამგვარი თაღლითობის შედეგად 3889 ადამიანმა საერთო ჯამში 49,6 მილიონი დოლარი დაკარგა.

ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობით, ფეიკ-აქაუნთის შექმნა დასჯადი არაა, თუმცა, არსებობს მხლები, რომლის თანახმადაც სხვისი შეურაცხყოფის ან დამცირების შემცველი ფოტო, ვიდეო ან სხვა სახის მასალის გამოქვყნება ისჯება. დასჯადია ასევე, ინტერნეტის მეშეობით ფულის ან სხვა მატერიალური ნივთის გამოძალვაც.

მიუხედავად ამისა, დაზარალებული ინტერნეტმომხმარებლები ამით არ კმაყოფილდებიან და ამჟამად მიმდინარეობს ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც ამ კუთხით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. პეტიციის ავტორი ანა როუა, რომელიც ინტერნეტში გაცნობილ მამაკაცს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა და არ იცოდა, რომ მას ჰყავდა ცოლი და შვილები.

"მე არასდროს დავამყარებ ინტიმურ ურთიერთობას მამაკაცთან, რომელსაც ჰყავს ოჯახი. მან არამარტო მომატყუა, არამედ მისი საქციელი აშკარად წინასწარგანძრახული იყო, რადგან არ განათავსა საკუთარი პიროვნების შესახებ ზუსტი ინფორმაცია. მას სიმართლის დამალვა ქალბატონების მოტყუებისა და გამოყენების მიზნით სჭირდებოდა," - წერს ანა პეტიციის შესავალში.

პეტიციას მრავალი მხარდა,მჭერი ჰყავს, თუმცა, ზოგიერთი ეჭვს გამოთქვამს, ამ კანონის ცხოვრებაში გატარების რეალურობაზე. დარგის სპეციალისტები სოციალურ საიტებს ურჩევენ შემოიღონ მომხმარებლის კონტროლის უფრო მკაცრი რეჟიმები. კერძოდ, ექსპერტების აზრით, ამგვარ საიტებზე უნდა არსებობდეს სპეციალური გუნდი, რომელიც შეისწავლის პირადი ფოტოების ნამდვილობას, შეიქმნას სკრინინგის მექანიზმები, რომელიც პირს, რომელიც უკვე შემჩნეულია თაღლითური გვერდის შექმნაში საერთოდ აეკრძალოს აქაუნთის შექმნა, ასევე ეფექტური იქნებოდა სოცქსელებსა და ელექტრონული ფოსტის პროვაიდერებს შორის ერთგვარი საერთო ვერიფიკაციის მექანიზმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მოხდება პიროვნების გადამოწმება და მისი რეალურობის დადგენა.

"ეს მექანიზმები ერთგვარად შეამცირებს ყალბი აქაუნთების რაოდენობას, მაგრამ აქ მეორე პრობლემაც არსებობს, ხომ შეიძლება ადამიანს მართლაც რეალური პირადი მიზეზი ჰქონდეს დამალოს ესა თუ ის მონაცემი? და რაც მთავარია, რთულია, შემოიღო კანონი, რომეიც ადამიანს ტყუილის თქმას აუკრძალავს და ეს კანონი ცხოვრებაში გაატარო," - აცხადებენ სოციოლოგები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42