თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა აშშ გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომ მან საჯაროდ უარყოს მედიაში გავრცელებული ცნობები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპის გუნდის წევრების მოსკოვის სპეცსამსახურებთან არსებული კავშირების შესახებ.
სპეცსამსახურს ოფიციალური წერილით თეთრი სახლის აპარატის უფროსმა რაინს პრიბუსმა მიმართა. შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია პირველად გაზეთმა New York Times-მა გაავრცელა, რაც სხვა მედიასაშუალებებმაც აიტაცეს.
როგორც CNN აცხადებს, გამოძიების ფედერალური ბიურომ ამ თხოვნაზე ტრამპის ადმინისტრაციას უარი განუცხადა, რაც აღნიშნულ საკითხზე გამოძიების მიმდინარეობით ახსნა.
ჯერჯერობით, თეთრი სახლი უარყოფს FBI-დან რაიმე სახის პასუხის მიღების ფაქტს, ხოლო თავად ბიუროში კომენტარს ამ საკითხზე საერთოდ არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






