ლადო ვარძელაშვილს პირობითი პატიმრობა და ჯარიმა შეეფარდა
სამართალი - 18:48, 30 May, 2013     917

ვარძელაშვილის სახლში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგად დევი სირაძე დაიღუპა, საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დღეს დაასრულა.

 


ინციდენტის ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ვლადიმერ ვარძელაშვილს ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებით, პირობითი პატიმრობა და ჯარიმა დაეკისრათ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

 


"2013 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დევი სირაძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, ბრალდებულების ვლადიმერ ვარძელაშვილის, ვახტანგ ბიჭაშვილისა და ზვიად ქავთარაძის მიმართ.
ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. ვლადიმერ ვარძელაშვილს ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის, ხოლო ზვიად ქავთარაძეს - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის.
საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 21 თებერვალს, თბილისში, გვიან ღამით ზვიად ქავთარაძემ, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული "ტტ" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ამავე ბინაში სტუმრად მყოფ დევი სირაძეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულებმა სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებებისა, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებებით, ბიოლოგიური, ბალისტიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ ვახტანგ ბიჭაშვილის მიმართ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვ.ბიჭაშვიოლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით , რაც ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა-6000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულებს ვლადიმერ ვარძელაშვილისა და ზვიად ქავთარაძის მიმართ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, კერძოდ ვლადიმერ ვარძელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითის სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა- 3000 ლარის ოდენობით. ხოლო ზვიად ქავთარაძეს შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.
აღნიშული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში".- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42