ბიბისის ცნობით, მონაცემები 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის იანვრამდეა დათვლილი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა გერმანიას ოფიციალურად მოუწოდა, თურქ სამხედრო პირებს თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადოს.
ამასთანავე, საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვს ორი სამხედრო, რომლებმაც თურქული მედიის ცნობით, სამხედროს გადატრიალების მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა, ისინი ამჟამად საბერძნეთში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შეგახენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
მასალის გამოყენების პირობები






