ჰოლივუდის მსახიობი, რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის ნილ არმსტრონგის როლს შეასრულებს.
ფილმის რეჟისორი, ისევე როგორც გოსლინგის ბოლო ნამუშვრის La La Land-ის შემთხვევაში, ახლაც დემიენ შაზელი იქნება.
ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა.
არმსტრონგი კოსმოსური ხომალდის „აპოლონ 11-ის“ მთვარეზე ექსპედიციას მეთაურობდა.
მან მთვარეზე ფეხი 1969 წლის 20 ივლისს დადგა, რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ისტორიულ მომენტში მისი სიტყვები იყო - „ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“
„აპოლონ 11-ის“ ექსპედიცია - მთვარეზე პირველი ადამიანის გავლა - შეფასებული იყო როგორც აშშ-ის გამარჯვება საბჭოთა კავშირზე კოსმოსის ათვისების სფეროში.
1971 წელს მან აშშ-ის კოსმოსური კვლევის უწყება დატოვა და პედაგოგიურ საქმიანობას, ასევე ბიზნესს მიუძღვნა დარჩენილი ცხოვრება.
ნილ ამსტრონგი 2012 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






