ამის შესახებ მალაიზიის პოლიციის ქიმიურმა ექსპერტებმა გარდაცვლილის სახეზე აღმოჩენილი ნივთიერების შესწავლის შემდეგ განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, საუბარია ვი-ექსის სახელწოდებით ცნობილ მომწამლავ ნივთიერებაზე, რომელიც ქიმიური იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია.
როგორც გაირკვა, აღნიშნული შხამით გაჟღენთილი ნაჭერი წაუსვეს სახეზე კიმ ჩენ ნამს კუალა-ლუმპურის აეროპორტში.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 15 თებერვალს გავრცელდა.
როგორც მალაიზიური ტელევიზია იტყობინებოდა, 13 ნოემბერს, ის კუალა ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლა. ორივე მათგანი დაკავებულია.
მალაიზიელი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ საქმეში ჩრდილოეთ კორეის დიპლომატია ჩართული. მათ უკვე მიმართეს ჩრდილოეთ კორეის ელჩს მალაიზიაში, რომ მისი დაკითხვის ნება მისცეს.
ინტერნეტში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა., რომელზეც ასახულია, როგორ უახლოვდება ორი ქალი მამაკაცს. ერთ-ერთი მათგანი მას სახეზე რაღაცას უსმევს.
ამის შემდეგ მამაკაცი უსაფრთხოების სამსახურთან მიდის და საკუთარ სახეზე მიუთითებს. ვიდეო მთავრებდა კადრით, რომელზეც კიმ ჩენ ნამი სავარძელში ზის და აეროპორტის თანამშრომლებით არის გარშემორტყმული.
კიმ ჩენ ნამი ძმასთან უთანხმოების გამო ჩრდილოეთ კორეიდან სამი წლის გაიქცა, მაშინ როდესაც კიმ ჩენ ინმა ბიძამისს სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა. გავრცელებული ცნობით, ბოლო წლები მან ჩინეთში, მაკაოში გაატარა.
კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი, კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი იყო. თუმცა , 2001 წელს ყალბი პასპორტით იაპონიაში შეღწევის მცდელობის გამო, მამასთან უთანხმოება მოუვიდა. ლიდერის პოსტზე მისი შემცვლელი კი კიმ ჩენ ირის მეორე ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა. 2011 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სწორედ კიმ ჩენ ინი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






