აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივნის შონ სპაისერის განცხადებით, წლის მთავარ კინომოვლენას, ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალს, დონალდ ტრამპი ალბათ არ უყურებს.
როგორც მოსალოდნელია, ოსკარები ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკური განცხადებებით იქნება დატვირთული.
„მე ვფიქრობ, რომ ჰოლივუდი თავისი შეხედულებებით საკმაოდ მემარცხენეა და სიმართლე რომ გითხრათ, მგონი, პრეზიდენტი თეთრ სახლში იმ საღამოს გუბერნატორთა საგანგებო წვეულებას მასპინძლობს. პირველმა ლედიმ დიდი დრო და ენერგია დაუთმო ამ წვეულებას და მგონია, რომ პრეზიდენტი და ის მთლიანად ამ საღამოზე არიან ფოკუსირებულები” - განაცხადა სპაისერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც ჰკითხა, აპირებდა თუ არა ტრამპი ოსკარების დაჯილდოების ცქერას.
ცნობილია, რომ წინა წლებში დონალდ ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი.
„ოსკარი მოსაწყენი ხუმრობების საღამოა, ძალიან ჰგავს ჩვენს პრზიდენტს“. „არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ავიტან ამ სისულელეს.” „ოსკარის ერთადერთი ხსნაა - ტრამპი წამყავანად.“ „რომელი უფრო უარესია ოსაკრი თუ ემი?“ „ძალიან მოსაწყენია. სად არის გლამური და მშვენიერება“ -წერდა ტრამპი თვითერზე სხვადასხვა წლებში.
მასალის გამოყენების პირობები






