საპატრიარქოს სკანდალი გრძელდება - მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა, ოხანაშვილი გადადგომას უარყოფს
პოზიცია - 18:22, 23 Feb, 2017     5312
საქართველოს საპატრიარქოს სკანდალი გრძელდება - ე.წ. ციანიდის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული დაპირიპირერების კერები გააჩინა.

დღეს საქართველოს პატრიარქის პრეს-მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა განცხადება პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის შესახებ და განაცხადა, რომ უწმინდესის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მას ოხანაშვილი საპატრიარქოში აღარ უნდახავს.

„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის პრეს-მდივნის აღნიშნულ განცხადებას სოსო ოხანაშვილი მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა:

„მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში, გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვიმყოფები საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას“, - განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში გამართავს ბრიფინგს, სადაც ისაუბრებს მისი გადაწყვეტილებისა და არსებული ვითარების შესახებ.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის პრეს-მდივნის თანამდებობა დატოვა. დეკანოზი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ოხანაშვილს თავხედს უწოდებს:

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, მიზეზებზე არ ვისაუბრებ, ამიერიდან სხვისგან მიიღებთ კომენტარებს. საპატრიარქოში არ მინახავს ოხანაშვილი და არც პატრიარქის გვერდით, ის თავხედია, როდესაც საუბრობს ჩემს შესახებ, რომ ის საპატრიარქოში იმყოფება, მე არ მითქვამს რომ ის გაათავისუფლეს, მე ვთქვი გასაგებად, რომ არ მინახავს საპატრიარქოში და მართლა არ მინახავს,. მე უკვე დავტოვე საპატრიარქო და ალბათ ჩემი განცხადების შემდეგ მიბრძანდა და გააკეთა ეს განცხადება“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42