სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სომხეთის სურსათის უვნებლობის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:38, 23 Feb, 2017     1439
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იგნატი არაკელიანი დაესწრნენ.

მემორანდუმის მიზანია ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში თანამშრომლობას, ინსტიტუციურ განვითარებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

„ჩვენი უწყებები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქვეყნის სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კეთილსაიმედოობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობა დადებითად აისახება როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის მოსახლეობაზე“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა იშხან კარაპეტიანმა.

სომხეთის დელეგაცია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ გაიმართა საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42