ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში სასამართლო სხდომის დეტალებზეც საუბრობს.
"სასამართლოზე ატყდა ერთი ამბავი!!!!! მოსამართლე დაგვემუქრა სხდომის დახურვით! ქარჩაიძე არის პოლკოვნიკი, სპეცნაზის შტაბის უფროსი, რომელიც სასამართლოზე დაკითხვის დროს ხელის გულზე იხედებოდა, რაც შეამჩნიეს ადვოკატებმა და ააწევინეს ხელი. ამ დროს წამოხტა პროკურორი და თქვა, რომ ეს არის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა )))))))))))) მოკლედ მოსამართლემ მოითხოვა მანდატურებს წაეკითხათ რა ეწერა ხელზე და აღმოჩნდა რომ ეწერა ე.წ. დაზარალებულების გვარები, რომლებთანაც ერთად თურმე ტიროდა და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ არც კი იცნობს. არ გამიკვირდება , თუ ცოტა ხანში ეს ე.წ. "დაზარალებულები" დაქირავებული მსახიობები აღმოჩნდებიან (გამიხარდება ძალიან, არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემს ქვეყანას ესეთი სპეცრაზმელები ყავს)",- წერს ნადარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






