დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მაგნიტსკის აქტის ანალოგიური კანონი მიიღო
მსოფლიო - 13:39, 22 Feb, 2017     1812

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ აშშ-ს „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

თემთა პალატის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხელენ, დიდ ბრიტანეთში აქტივების გაყინვა და უძრავი ქონებს ჩამორთმევა ემუქრებათ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონი მსოფლიოს ყველა ქვეყნის არაკეთილსინდისიერ სახელწიფო მოხელეს შეეხება.

კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა - ლორდთა პალატას გადაეგზავნა. მხარდაჭერის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი შეერთებული შტატების და ესტონეთის შემდეგ მესამე ქვეყანა იქნება, სადაც მაგნიტსკის აქტის მსგავსი კანონი შევა ძალაში.

შეგახსენებთ, მაგნიტსკის კანონი, რუსი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების შემდეგ იქნა მიღებული. 2009 წელს იურისტი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. მაგნიტსკი ბრიტანული საინვესტიციო კომპანიის Hermitage Capital Management-ის ადვოკატი იყო. ამ კომპანიამ რამდენჯერმე დააფინანსა დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომლებიც რუსიმაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ეხებოდა.

ადვოკატის მხარდაჭერების თქმით, რუსეთის ხელისუფლებისთვის მაგნიტსკი მაშინ გახდა სამიზნე, როდესაც მან თანამდებობის პირების მიერ, საინვესტიციო კომპანია „ერმიტაჟის კაპიტალის“ საშუალებით 230 მილიონი დოლარის თაღლითურად მითვისების საკითხი გახადა საჯარო.

შედეგად Hermitage Capital Management-ის თანადამაარსებელი ბილ ბროუდერი რუსეთიდან გააძევეს, როგორც ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ადამიანი. თავად ბროუდერი აცხადებს, რომ იგი უბრალოდ კორუმპირებული რუსი მაღალჩინოსნებისთვის მიუღებელია. სერგეი მაგნიტსკი კი, გადასახადების დამალვისთვის დაიჭირეს და განაჩენის მოლოდინში, ციხეში გატერებული 358 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

დამოუკიდებელი გამოძიების თქმით, მაგნიტსკის გარდაცვალებამდე ციხის დაცვის რვა თანამშრომელი აწამებდა. მათგან ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

„ერმიტაჟის კაპიტალი“-ს ხელმძღვანელმა ბილ ბროუდერმა მოახერხა ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს "მაგნიტსკის აქტი" მიეღო. აღნიშნული კანონი გულისხმობს მაგნიტსკის სიკვდილში მონაწილე და თაღლითობაში ჩართული პირების ანგარიშების გაყინვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42