10 წლის გოგონამ მათემატიკური განტოლების ამოხსნაში დასახმარებლად პოლიციას მიმართა
მსოფლიო - 12:20, 22 Feb, 2017     16008
რა უნდა ქნან სკოლის მოსწავლეებმა , თუკი მათემატიკის დავალების შესრულებისას, მაგალითს ვერ ამოხსნიან?
ოჰაიოს შტატის ქალაქ მარიონის მაცხოვრებელმა ლენა დრეიპერმა მარტივი გამოსავალი იპოვა და საშინაო დავალების დაწერაში დახმარება პოლიციას სთხოვა.

როგორც აღმოჩნდა, ლენა დრეიპერი მათემატიკის დავალების წერისას განტოლების ამოხსნაში „გაიჭედა“ და დასახმარებლად არც მეტი არც ნაკლები პოლიციას დაუკავშირდა. გოგონამ პოლიციის განყოფილებას ფეისბუკზე მისწერა.

„საშინაო დავალებასთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს. იქნებ, შეძლოთ ცოტათი დამეხმაროთ?“ - წერს გოგონა.

„დიახ, კონკრეტუალდ რა?“ - პასუხობს ლეიტენანტი ბი ჯეი გრაბერი.

„ვერ გავიგე (8+29)x15“ - წერს ლენა.

გოგონა და ლეიტენანტის მიმოწერის სქრინი დედამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა და პოლიციელს მადლობა გადაუხადა საზოგადოებასთან ნამდვილი და გულწრფელი ურთიერთობისთვის.

მოგვიანებით, ბიბისისთან ინტერვიუში გრაბერმა ისაუბრა და თქვა, რომ თავდაპირველად ეგონა, გოგონას დახმარება რეგიონის ისტორიაში სჭირდებოდა, თუმცა დავალება მათემატიკაში აღმოჩნდა, რაშიც დაეხმარა.

თუმცა, გაირკვა, რომ გრაბერი მათემატიკაში არც ისე ძლიერი აღმოჩნდა და მათემატიკური მოქმედებები არასწორი თანმდიდევრობით შეასრულა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მარიონის პოლიციას მისთვის მადლობა გადაეხადა. პოლიციის განყოფილების განცხადებით, ეს მაგალითი მიუთითებს საზოგადოების მაღალ ნდობაზე პოლიციისადმი, თუმცა დასძინა, რომ „თანამშრომლებს მათემატიკაში მეცადიენობა არ აწყენთ.“

თავად ლენამ ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ყოველთვის ახსოვს, დახმარებისთვის პოლიციას მიმართოს. თუმცა, დასძინა, რომ სათადარიგო გეგმაც აქვს.

„სხვა შემთხვევაში მოჩვენებებზე მონადირეებს დავურეკავ“ - განმარტა ლენამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42