კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის საქმეში ახალი ეჭვმიტანილები გამოჩნდნენ
მსოფლიო - 10:42, 22 Feb, 2017     2189
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობის საქმეში ახალი ეჭვმიტანილები გამოჩნდნენ.


როგორც ბიბისი იტყობინება, მალაიზიელი გამომძიებლები ეჭვობენ, რომ საქმეში ჩრდილოეთ კორეის დიპლომატი და ასევე ჩრდილოეთ კორეის ავიაკომპანიის თანამშრომელი იყოს ჩართული.

„ჩვენ მივწერეთ ჩრდილოეთ კორეის ელჩს მალაიზიაში, რომ მათი დაკითხვის ნება დაგვრთონ. ვიმედოვნებთ, საელჩო ითანამშრომლებს და დაკითხვის უფლებას უმოკლეს ვადაში მოგვცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თავად დავიბარებთ“ - განაცხადა მალაიზიის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ჰალიდ აბუ ბაკარმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 15 თებერვალს გავრცელდა.

როგორც მალაიზიური ტელევიზია იტყობინებოდა, 13 ნოემბერს, ის კუალა ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა შხამიანი ნემსის მეშვეობით მოკლა, შემდეგ კი ორივე ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანი ჩრდილოეთ კორეელი აგენტები არიან.

მალაიზიის პოლიციამ მალაზიის, ინდონეზიისა და ვიეტნამის პასპორტების მქონე 4 ეჭვმიტანილის, დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორის ორი ქალია, დაკავებული მამაკაცები კი 33-დან 57 წლის ასაკის არიან.

ინტერნეტში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

იაპონურმა ტელეკომპანია Fuji TV-მა კუალა-ლუმპურის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, რომელზესც ასახულია, როგორ იახლოვდება ორი ქალი მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ კიმ ჩონ ნამია.

კადრებზე ჩანს, თეთრ მაისურიანი ქალი მამაკაცთან მიდის, სახის ან კისრის არეში ეხება და მომენტალურად შორდება.

ამის შემდეგ მამაკაცი უსაფრთხოების სამსახურთან მიდის და საკუთარ სახეზე მიუთითებს. ვიდეო მთავრებდა კადრით, რომელზეც კიმ ჩენ ნამი სავარძელში ზის და აეროპორტის თანამშრომლებით არის გარშემორტყმული.

Fuji TV არ აკონკრეტებს, საიდან მოიპოვა ვიდეო.

კიმ ჩენ ნამი ძმასთან უთანხმოების გამო ჩრდილოეთ კორეიდან სამი წლის გაიქცა, მაშინ როდესაც კიმ ჩენ ინმა ბიძამისს სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა. გავრცელებული ცნობით, ბოლო წლები მან ჩინეთში, მაკაოში გაატარა.

კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი, კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი იყო. თუმცა , 2001 წელს ყალბი პასპორტით იაპონიაში შეღწევის მცდელობის გამო, მამასთან უთანხმოება მოუვიდა. ლიდერის პოსტზე მისი შემცვლელი კი კიმ ჩენ ირის მეორე ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა. 2011 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სწორედ კიმ ჩენ ინი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42