საერთაშორიო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ყოველწლიურ ანგარიშში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის შეახებაც არის საუბარი.
საქართველოს ნაწილში, დოკუმენტში აქცენტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კეთდება.
"10 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პროპოზიციური ტელეკომპანია ყოფილ მფლობელს უნდა გადაეცეს” - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, კომპანიის ყოფილმა მფლობელმა განაცხადა, რომ მან კომპანია 10-ზე მეტი წლის წინ, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ზეწოლის შედეგად გაყიდა.
„დავა სარჩელის სიძველის ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარეობდა"- წერია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე განაცხადა განაცხადა, რომ მერაბიშვილის მიერ წარდგენილი ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით „იყო უსაფუძვლო და გამოყენებულ იქნა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა გავლენა მოეხდინა საქმის გამოძიებაზე“ .
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კვლავ არსებობს შეშფოთება სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო. ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებზე ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






