თბილისის აეროპორტში „პოპულის“ მფლობელი ლიტველი ბიზნესმენი დააკავეს
სამართალი - 12:52, 30 May, 2013     3934

 


ინფორმაცია ლიტვურ მედიაგამოცემებს უკვე დაუდასტურა ბიზნესმენის მეუღლემ ვაივა ვაიტკიავიჩენემ:

 

"ჩემი ქმარი მოულოდნელად დააკავეს თბილისის აეროპორტში. მან ადვოკატს დაურეკა და მოკლედ აუხსნა, რომ გადაჰყავდათ იზოლატორში, მიუთითა, რომელშიც. ადვოკატი იქ მივიდა, მაგრამ უთხრეს, რომ ეგეთი არავინ ჰყავდათ. დაკავების ყველა იზოლატორი შემოიარეს, მაგრამ არსად იყო. აეროპორტის სამსახურებმა ვერ დაადასტურეს, რომ ასეთი პიროვნება ნამდვილად დააკავეს. 11 საათმდე არც ვიცოდით, სად იყო", - ამბობს ბიზნესმენის მეუღლე.

 

"არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ. ფორმულირება მარტივია: მან უნდა მოიფიქროს, როგორ და რა გზებით იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან", - ამბობს ქალბატონი ვაიტკიავიჩენე.

 

მისივე თქმით, მეუღლისთვის ბრალი საღამოს ხუთ საათამდე არ წარუდგენიათ: "ადვოკატები ესაუბრნენ პროკურორებს და დაინტერესდნენ, რანაიარად იყო დაკავშირებული დაკავებული წინა ხელისუფლებასთან. მათ უთხრეს, თითქოს ჩემი ქმარი ვიღაცეებს აძლევდა ქრთამს, რომ თითქოს დაკავშირებული იყო დარიუს იურგილიავიჩუსთან (ტელეკომპანია "პიკის" მფლობელი), რომელიც, თავის მხრივ, ყოფილი პრემიერმინისტრის, მერაბიშვილის მრჩეველი იყო", - აღნიშნავს ლიტველი ბიზნესმენის მეუღლე.

 

მისი თქმით, მეუღლემ საქართველოში ბიზნესი გაყიდა და ოთხშაბათს ლიტვაში გამგზავრებას აპიორებდა, რა დროსაც დააკავეს.

 

ბიზნესმენი საულუს ვაიტკიავიჩუსი ბალტიის ქვეყნების სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42