ამერიკული საგამოფენო სახლის Alexander Historical Auctions -ის განცხადებით, ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის პირადი ტელეფონი , რომელზეც მისი სახელი, გვარი და სვასტიკაა ამოტვიფრული, აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა.
აუქციონის ორგანიზატორები საიდუმლოდ ინახავენ იმ პირის ვინაობა, ვინც აღნიშნული ნივთი შეიძინა. ლოტის საწყისი ღირებულება 100 000 დოალრს შეადგენდა.
„სიმენსის“ ფირმის ტელეფონი, ფიურერი მგზავრობისას სარგებლობდა, 1945 წელს საბჭოთა ჯარისკაცებმ იმ ბუნკერში იპოვეს, სადაც მესამე რაიხის ლიდერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით ტელეფონი ბრიტანლ ოფიცრის რალფ რეინერის კუთვნილებად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, გასაყიდად ტელეფონი აუქციონზე სწორედ რეინერის შვილმა გამოიტანა.
აუქციონის ორგანიზატორებმა აღნიშნულ ლოტს „ ყველა დროის ყველაზე დამანგრეველი „იარაღი“ უწოდეს.


მასალის გამოყენების პირობები






