" ვწუხვართ, რომ ამგვარი ბრალდება მაღალჩინოსანი ოფიციალური პირისგან გვესმის. ეს ძალიან სერიოზული სიტყვებია, რომლის მტკიცებულებების გარეშე თქმა, როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობაა“ - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, მონტენეგროს სპეციალური პროკურორის მილივოი კატნიჩის განცხადებით, რუსეთის გარკვეული ორგანოები ჩერნოგორიაში გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ.
აღნიშნული კომენტარი ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოკვლის მცდელობისა და სახელმწიფო გადატრიალების გეგმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.
გასული წლის 6 ნოემბერს კატნიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის, მონტენეგროს და რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი 16 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ტერაქტის განხორციელებას ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები






