"მონოგამია ურთიერთობის არაბუნებრივი ფორმაა" - სკარლეტ იოჰანსონი
ეს საინტერესოა - 17:09, 20 Feb, 2017     13515

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში მონოგამიურ და პოლიგამიურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, მონოგამიას ბუნებრივ მოვლენად არ მიიჩნევს.

"ვფიქრობ, რომ ქორწილის იდეა ძალიან რომანტიკული და ლამაზია, პრაქტიკაშიც შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს.

თუმცა, ჩემი აზრით, მონოგამია ურთიერთობის არაბუნებრივი ფორმაა და ადამიანების ხასიათში არ ჯდება. ქორწინება რთული შრომაა და ესეც ამტკიცებს არაბუნებრივობას. პატივს ვცემ ქორწინების ინსტიტუტს, თავადაც დავქორწინდი, მაგრამ ვფიქრობ რომ მონოგამიურობა ინსტიქტების საწინააღმდეგოა” - განაცხადა იოანსოსმა.

სკარლეტ იოჰანსოსმა მონიგამიის შესახებ საკუთარი პოზიცია პირველად 2006 წელს დააფიქსირა.

„არ ვფიქრობ, რომ მონოგამი ადამიანის ბუნებაში ჯდება. თუმცა, როცა გადავწყვეტ, რომ ვინმესგან შვილების გაჩენა მომინდება, ვფიქრობ, მასზე დაქორწინება სასიამოვნო იქნება.“

2008 წელს კი რაიან რეინოლდსთან ქორწინებამდე, Cosmopolitan-თან განაცხადა - „მონოგამიას, ბუნებრივ ინსტიქტად არ მივიჩნევ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მონოგამიის ან ჭეშმარიტი სიყვარულის არ მჯერა. მე მჯერა მონათესავე სულების, მე ყოველთვის მონოგამიური ურთიერთობები მქონდა. მაგრამ მონოგამია ადვილი სულაც არაა და სამწუხაროდ, ამას ბევრი ადამიანი ვერ ითავისებს” -ამბობდა მაშინ სკარლეტ იოჰანსონი.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ სკარლეტ იოჰანსონი და მისი მეორე მეუღლე, პოპულარული ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორიაკი ერთმანეთს დაშორდნენ.

წყვილს ორი წლის გოგონა ჰყავს.

2008 -2010 წლებში სკარლეტი მსახიობ რაიან რეინოლდსზე იყო დაქორწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42