შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. ვარსკვლავური წყვილის ოჯახის დანგრევის ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას მწყობრიდან გამოსულმა ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაარტყა.
თუმცა, FBI-მ გამოძიება ჩაატარა და აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






