,,ოცნების დეპო“ – 2001 წლის ნოემბრის მოვლენებიდან დღევანდელობამდე. ვის ჩაიყოლებს პოლიტიკური მორევი?
პოზიცია - 14:27, 20 Feb, 2017     3171
ამბობენ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც პოლიტიკა მდინარე კი არა, მორევია, აქ მოვლენების ძველი და აპრობირებული სცენარით „გათამაშება“ „მოსული პონტია“. ამას გარდა, პოლიტიკაში ანალოგიებსა და პარალელებსაც, თუნდაც გარკვეული პორგნოზისა და ანალიზისთვის ერთგავარად საკრალური მნიშვნელობა აქვს. ახლა, ამ მოსაზრების უტყუარობაში ვიღაცებს შესაძლოა, ეჭვი შეეპაროთ, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის, მოდით, დღევანდელ და 2001 წლის ნოემბრის მოვლენებს შორის პარალელი გავავლოთ და ზემოთქმული აზრიც მეტ-ნაკლებად გამართლდება.

რა მოხდა 2001 წლის ნოემებრში? - ახალ თაობას არა, მაგრამ ძველგაზრდებს, ვინც ქართული პოლიტიკის ორომტრიალს თვალს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსა და უფრო ადრიდანაც ადევნებენ, ემახსოვრებათ, რომ 2001 წლის გვიან შემოდგომაზე საქართველოში „მინი რევოლუცია“ მოხდა, რომელზეც იმასაც ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო. ცხადია, „ნიუპოსტი“ იმ აზრისგან შორსაა, რომ ახლაც ქვეყანაში რევოლუციის სუნი ტრიალებს, მაგრამ გასათავლისიწნებელია, რომ 2001-შიც ყველაფერი „რუსთავი 2“-ის დაცვით საბაბით დაიწყო და მთელი ეს მოვლენები არათუ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ცხონებული ზურაბ ჟვანიას, არამედ, რამდენიმე მინისტრის, მათ შორის, „რკინის კაცად“ სახელდებული ქვეყნის „პირველი პოლიციელის“ კახა თარგამაძის, ასევე, გენპროკუორის გადადგომით დამთავრდა.

ისე, თუ ყურადღებას მივაქცევთ, მოქმედი მთვარი პროკურორის, ბატონი შოთაძის გადადგომის მოთხოვნას ოპოზიცია ახლაც აყენებს და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებს, თუმცა ამჯერად მიზანი საშუალებას გაამართლებს თუ არა, ძნელი საპროგნოზოა, რამეთუ მთავარი პროკურორი პარლამენტის მიერ 7 წლის ვადითაა არჩეული და შესაბამისად, გადაყენების პროცედურაც უფრო გართულებულია.

ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ მივედ-მოვედოთ, მაშინდელ ვითარებას მოკლედ აღვწერთ: 2001 წლის ზაფხულში, „რუსთავი 2“-ის იმდროისთვის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და სანდოობით გამორჩეულ ჟურნალისტს, გიორგი სანაიას კლავენ. გიორგის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში კი, სამაუწყებლო კომპანიაში, რომელიც მაშინ აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილის, ჯარჯი აქიმიძისა და დვალის საკუთრება იყო, უშიშროება იმ მოტივით შედის, რომ კომპანია თითქოს გადასხადებს მალავდა. მთელ ამ პროცესს ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა და ხალხს დაცვისკენ მოუწოდებდა.

დღესაც, პრინციპში, იგივე სცენარი მუშაობს, თუმცა ამჯერად „რუსთავი 2“-მა პროტესტის უფრო „თანამედროვე ფორმას“ მიმართა - მაუწყებლობა დღენახევრით გათიშა და ხალხს ამ ფორმით მოუწოდა, რომ რუსთაველზე, ძველ პარლამენტთან მის მხარდასაჭერ აქციაზე მისულიყო. იმაზე აქცენტის გაკეთება, თუ რამდენი ადმაიანი მივიდა 19 თებერვლის აქციაზე, არ ღირს, რამეთუ აქ მნიშვნელოვანი უფრო სხვა რამეა, კერძოდ, ის, რომ როგორც 16 წლის წინ, დღესაც ამ ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას გარკკვეული საფრთხე ექმნება. უბრალოდ, მედიასთან ბრძოლის მეთოდები და ხერხები შეიცვალა, ანუ მაშინ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მაშინდელი სამთავრობო ელიტა, რომელიც უემეტესად ე.წ. „რეტროგრადებით“ იყო დაკომპლექტებული, ამ ტელევიზიას გადასახადების დამალვაში ედავებოდა, დღევანდელი სამთავრობო გუნდი კი, რომელიც რეტროგრადების დეფიციტს არ განიცდის, ამბობს, რომ ყველაფერი ის, რაც „რუსთავი 2“-ის გარშემო ხდება, უბრალოდ, ორ კერძო პირს შორის წარმოებული სასამართლო დავაა და მეტი არაფერი, თუმცა ბავშვიც კი ხვდება, რომ რეალურად, საქმე სხვა რამესთან გვაქვს...

ზოგი ამბობს, სად იყო „რუსთავი 2“ მაშინ, როცა ხელისუფებაში მოსული „ნაციონალები“ ათას უბედურებას ჩადიოდნენო, მაგრამ მსჯელობაში არც ამ არგუმენტის გამოყენება გამოგვადგება, რადგან ამ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები უნდა განვაზოგადოთ, მით უმეტეს, უკვე არსებობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეცედენტიც, ანუ ისე ჩანს, რომ ვიღაც თუ ვიღაცები და ეს ვიღაც თუ ვიღაცები შესაძლოა, იგივე ყოფილი პრემიერი და მისი მრჩევლები იყვნენ, ცდილობენ, რომ ყველა ინსტიტუტი - მედიიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული, რომელიც დემოკრატიისთვის აუცილებელია, „გაატრიზავონ“. ამ მოსაზრებას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ამ დღეებში უმრავლესობის წევრებმა დღის წესრიგში იგივე უშიშროების საბჭოს გაუქება დააყენეს, ანუ თუ არ იქნება მედია, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს, თუ გაუქმდება უშიშროების საბჭო და პრეზიდენტსაც მოსახლეობა კი არა, ერთი მუჭა სამთავრობო გუნდი აირჩევს, მაშინ დიდი ალბათობით, დიქტატურის თუ არა, ავტორიტარიზმის მსგავს დემოკრატიას მივიღებთ და ამით მსოფლიოს უცილობლად გავაოცებთ, მაგრამ მას, ვინც ეს სცენარი დაწერა, წარსული არ უნდა დაავიწყდეს და, მინიმუმ 2001 წლის ნომებრის „მინი რევოლუცია“ გაიხსენოს, რომ „რუსუთავი 2“-ის, უფრო სწორად, დემოკრატიის და საკუთარი ღირსების, გნებავთ, უფლებების დასაცავად, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა და ხელისუფებას ისე მოქცევის საშუალება და უფლება არ მისცა, როგორც თვითონ სურდა, ანუ მაშინ რეტროგრადები იძლებულნი გახდნენ, ხალხის ნებას დამორჩილებოდნენ და თამაშის წესები შეეცვლათ.

დღევანდელ პროცესებს თუ დავაკვირდებით, ვერ ვიტყვით, რომ მმართველი ელიტა ხალხის ხმის გაგონებას აპირებს, მაგრამ აქვე, გასათავლსიწინებელია, რომ იგიევ 19 თებერვლის აქციაზე, „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად ის ადმიანებიც მივიდნენ, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, მთავრობის ნაბიჯებს იწონებენ. მაგალითად, საზოგადოებასთან კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია, რომელსაც თავის დროზე ივანიშვილის გადაცემა „20/30“ მიჰყავდა.

ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაც ნათელყოფს, რომ მედიასთან დაპირისპირებით არც ერთი ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას ხეირი არ უნახავს, მაგრამ ამ გამოცდილების გაზიარება თუ გააზრება პოსტსაბჭოთა უმეტესი ქვეყნის მთავრობებს რატომღაც არ უნდათ და ჯიუტად კომუნისტურ მენტალობას „აწვებიან“, მაგრამ ბატონებო, გემახსოვრებათ, ჯერ კიდევ როდის თქვა თამაზ წივწივაძემ, გრიშა ბაბუებო, დეპოში ვართო. ჰოდა, ისე ნუ იზამთ, რომ ხალხმა ამ დეპოდან სულ კინწისკვრით გამოგიყვანოთ, თორემ იგივე კახა თარამაძესაც თავი „რკინის კაცი“ ეგონა და დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ ვერაფერს დააკლებდ, მაგრამ კარიერა როგორც დაამთავრა, ვიცით: იძულებული გახდა, ზურაბ ჟვანიას ულტიმატუმს დამორჩილებოდა, ანუ 2001 წლის ნოემბერში ჟვანია ვა-ბანკზე წავიდა და თქვა, თუ თარგამაძე შს მინისტრობიდან გადადგება, მზად ვარ, პარლამენტის სპიკერობაზე მეც უარი ვთქვაო. თარგამაძე გადადგა, ჟვანიამ სიტყვა შეასრულა და თანამდებობა მანაც დატოვა, თუმცა ორ წელში პრემიერი გახდა.

ასე რომ, ერთ მდინარეში მეორედ არ შეხვიდეთ, რამეთუ იქ შესაძლოა, „რუსთავი 2“, ან რომელიმე სხვა მედიასაშუალება დაგხვდეთ და ფონს გასვლა გაგიჭირდეთ.

და კიდევ: პოლიტიკურ ინტრიგებში ეკლესიის გარევაც მძიმე ჯვარია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42