ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი ანჯელინა ჯოლი და პორტუგალიელი ფეხბურთელი, მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თურქულ სერიალში გამოჩნდებიან.
როგორც Goal.com-ი იტყობინება, სერიალი სირიელი ოჯახის ისტორიას ეხება, რომელიც სამშობლოდან ომს გაექცა და თურქეთში თავშესაფარს ითხოვს.
გამოცემის ცნობით, სერიალის გადაღება 2017 წლის აპრილში თურქეთში, დაიწყება. სერიალს სულ სამ სეზონი ექნება. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კი მიწვეული ვარსკვლავების რანგში იქნებიან.
გავრცელებული ცნობით, უკვე გადაღებულია სერიალის ტრეილერი.
ანჯელინა ჯოლის ქველმოქმედებისა და სირიელი ლტოლვილებისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის შესახებ, ცნობილია. მსახიობი ხშირად სტუმრობს მათ ბანაკებს სხვადასხვა ქვეყნებში.
სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად სოლიდური ფინანსები გამოყო ფეხბურთელმაც.
მასალის გამოყენების პირობები






