ინტერნეტში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
იაპონურმა ტელეკომპანია Fuji TV-მა კუალა-ლუმპურის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, რომელზესც ასახულია, როგორ იახლოვდება ორი ქალი მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ კიმ ჩონ ნამია.
კადრებზე ჩანს, თეთრ მაისურიანი ქალი მამაკაცთან მიდის, სახის ან კისრის არეში ეხება და მომენტალურად შორდება.
ამის შემდეგ მამაკაცი უსაფრთხოების სამსახურთან მიდის და საკუთარ სახეზე მიუთითებს. ვიდეო მთავრებდა კადრით, რომელზეც კიმ ჩენ ნამი სავარძელში ზის და აეროპორტის თანამშრომლებით არის გარშემორტყმული.
Fuji TV არ აკონკრეტებს, საიდან მოიპოვა ვიდეო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 15 თებერვალს გავრცელდა.
როგორც მალაიზიური ტელევიზია იტყობინებოდა, 13 ნოემბერს, ის კუალა ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა შხამიანი ნემსის მეშვეობით მოკლა, შემდეგ კი ორივე ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანი ჩრდილოეთ კორეელი აგენტები არიან.
მალაიზიის პოლიციამ მალაზიის, ინდონეზიისა და ვიეტნამის პასპორტების მქონე 4 ეჭვმიტანილის, დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორის ორი ქალია, დაკავებული მამაკაცები კი 33-დან 57 წლის ასაკის არიან.
კიმ ჩენ ნამი ძმასთან უთანხმოების გამო ჩრდილოეთ კორეიდან სამი წლის გაიქცა, მაშინ როდესაც კიმ ჩენ ინმა ბიძამისს სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა. გავრცელებული ცნობით, ბოლო წლები მან ჩინეთში, მაკაოში გაატარა.
კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი, კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი იყო. თუმცა , 2001 წელს ყალბი პასპორტით იაპონიაში შეღწევის მცდელობის გამო, მამასთან უთანხმოება მოუვიდა. ლიდერის პოსტზე მისი შემცვლელი კი კიმ ჩენ ირის მეორე ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა. 2011 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სწორედ კიმ ჩენ ინი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






