მათი განცხაებით პოლიციელების #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნას კანონი არ ითვალისწინებს. სასჯელარსრულების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ "მატროსოვის ციხეში" სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დაკავებულ პოლიციელებს იქ აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაიყვანენ.
"სასჯელარსრულებით სამინისტროს გადავეცით მოთხოვნა, რომ დაკავებული პოლიციელები გადაიყვანონ ე.წ. "მატროსოვის" დაწესებულებაში, სადაც წესით და კანონით უნდა იმყოფებოდნენ. კომენტარი გააკეთა ჩემთვის მოულოდნელად კორძაიამ და მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არიან დაცულები, თუმცა მათი მისამართით ისმის ყვირილი, გინება და შეურაცხყოფა მეზობელი კორპუსებიდან, რომელიც იქვე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ დაკავებული ოფიცრები შიმშილობენ. პირველ რიგში ყურადღება უნდა დაუთმონ მათ ჯანმრთელობას და გადაიყვანონ "მატროსოვის" ციხეში", - განაცხადა ფირცხალავამ.
მასალის გამოყენების პირობები






