ამერიკის შეერთებულმა შტატების შეიარაღებულმა ძალებმამა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ავიამზიდი Carl Vinson გააგზავნა. თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ იგი გეგმიურ პატრულირებას ახორციელებს.
აღნიშნული ფაქტი ჩინეთის ხელისუფლებაში შეშფოთებას იწვევს, ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მოუწოდა ამ აქციის განხორციელებისაგან თავი შეეკავებინა.
როგორც ცნობილია, ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში არსებულ სადავო კუნძულებზე, რომელსაც საკუთარ ტერიტორიად ასევე ტაივანი, ვიეტნამი, მალაიზია, ფილიპინები და ბრუნეი მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა რაიონში შექმნა ხელოვნური არქიპელაგი სპრატლი და იქ სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, განალაგა.
ჰააგაში გასულ წელს განაცხადეს, რომ ჩინეთს ისტორიულად არ ეკუთვნის სამხრეთ-ჩინეთის ზღვის ტერიტორია და არ აქვს უფლება მასზე პრეტენზია ჰქონდეს.
ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ არ დაუშვებს სადავო ტერიტორია ჩინეთს დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები






