როგორც გამოცემა Die Welt- ი იტყობინება, მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობეა, ინფორმაციის ბოროტად გამოყენება და ტერორიზმის პროპაგანდა.
გერმანული გამოცემის ცნობით, 43 წლის რეპორტიორი დენიზ იუსელი, რომელსაც გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ძებნილი იყო თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაქის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევების თემის გაშუქებასთან დაკავშირებით. მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძე და მისი პოლიტიკური მოკავშირეა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე, თურქულ საინფორმაციო სააგენტოებში მომუშავე კიდევ ექვსი ჟურნალისტი დააკავეს.
შეგახენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში მომხდარი სამხედრო ამბოხის შემდეგ , რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს , მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
მასალის გამოყენების პირობები






