გადამდგარმა ვიცე გენერალმა დონალდ ტრამპის მრჩევლის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა.
რობერტ ჰარვარდს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ შეთავაზა, რაც მაიკლ ფლინმა თანამდებობდა დატოვა. მაიკლ ფლინმა პოსტი რუსეთის ელჩთან სკანდალური მოლაპარაკების გამო დატოვა.
უარის თქმის მიზეზი არ სახელდება.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი რობერტ ჰარვარდს კიდევ ერთხელ შეხვდება და თანამდებობის დაკავებას ხელმეორედ შესთავაზებს.
შეგახსენებთ, 13 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ ფლინითანამდებინიდან გადადგა. საქმე ეხება მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომლის მიხედვითაც, ფლინი ტრამპის პრეზიდენტობამდე, რუსეთის ფედერაციის ელჩს ესაუბრა და გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა, ობამას მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიეღო, თუმცა მას მომავალი პრეზიდენტი გააუქმებდა.
რუსეთის ელჩთან განხორციელებული ზარებით, ფლინს 1798 წელს მიღებული აქტის დარღვევას ედავებიან, რომლის თანახმადაც ამერიკის მოქალაქეებს , მათ ვისაც სათანადო უფლებამოსილება არ აქვთ მინიჭებული, ეკრძალებთ იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა, რომელებიც პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდიან.
თავად მაიკლ ფლინის განცხადებით, კისლიაკთან საუბრისას მას „ხაზი არ გადაუკვეთავს.“
თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, Daily Caller -თან ინტერვიუში ფლინმა განაცხადა, რომ მას სანქციების საკითხები არ განუხილავს, არამედ ბარაკ ობამას მიერ აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ისაუბრა, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით კიბერშეტევაში დაადანაშაულა.
„მე ვთქვი: ვიცი, რაც მოხდა. ჩვენ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გადავხდედავთ. მე არასოდეს მითქვამს - ჩვენ გადავხედავთ სანქციებს. მსგავსი არაფერი ყოფილა“ - განაცხადა ფლინმა.
მასალის გამოყენების პირობები






