ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული კომედია, შობის დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად ქცეული Love Actually , 14 წლის შემდეგ ეკრანზე ბრუნდება.
10-წუთიანი სიქველი სპეციალურად Comic Relief-ის Red Nose Day-ზე გამოვა, რომლის დამფუძნებელიც ფილმის სცენარისტი და რეჟისორი რიჩარდ კერტისია.
სიქველში კიდევ ერთხელ ვიხილავთ ჰიუ გრანტს, მარტინ ფრიმანს, კირა ნაითლის, კოლინ ფერტს, ლაიამ ნისონს და სხვა დანარჩენებს.
თუმცა იქნება ერთი ცვლილება. სიქველში მონაწილეობას არ მიიღებს ემა ტომპსონი. მისი პარტნიორი ალან რიკმანი შარშან გარდაიცვალა, შესაბამისად ამ სიქველში ამ პერსონაჟების ხაზი აღარ გაგრძელდება.
ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან.




Love Actually-ის პრემიერა, 24 მარტს BBC-ზე შედგება, 25 მაისს კი ამერიკულ NBC-ზე გავა.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რომანტიკული კომედია Love Actually ეკრანზე 2003 წელს გამოვიდა და $240 მილიონი დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






