თამარ ჩხეიძე: „ხელისუფლებას ილია II არ აწყობს!“ - რუსული კვალი? „ციანიდის სკანდალის“ უცნობი ვერსია
პოზიცია - 12:38, 17 Feb, 2017     8398
იცინის და ხუმრობის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი. არ გჯერათ? აი, ბატონო, შეგიძლიათ, გია ვოლსკის განცხადება საკუთარი თვალით წაიკითხოთ: „შეიძლება, გამოძიებამ დაადგინოს, რომ დაკავებულს „ციანიდი“ გასაყიდად მიჰქონდა და ვიღაცამ ის შეუკვეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოსადმი სერიოზული დარტყმის მიყენების პერსპექტივა.“ მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ „ციანიდის სკანდალი“ „ოცნებური“ საგამოძიებო უწყებების „ბიოგრაფიაში“ შესაძლოა, ყველაზე დიდი სირცხვილის სახელით შევიდეს, თუმცა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ „ციანდის სკანდალით“ საზოგადოების ე.წ. შემზადება მოხდა. ამასთან, თამარ ჩხეიძე იმის ალბათობასაც უშვებს, რომ „ციანიდის საქმის“ კვალი რუსეთამდე მივიდეს. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც კვირას, „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, „ნიუპოსტთან“ საუბრისას კიდევ ერთ ალბათობას უშვებს. კერძოდ, არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებით ვიღაცები ცდილობენ, პატრიარქს ერთგული ადამიანები ჩამოაცილონ.


- პროკურატურამ ჩვენება შეცვალა და აცხადებს, რომ მაღალი სასულიერო პიერის მოწამვლა არ იგეგმებოდა. შესაბამისად, ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, „ციანიდის საქმეზე“ მთავარი პროკურორის პირველი განცხადება რას ემსახურებოდა და, საერთოდ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში რუსული სპეცსამსახურების კვალი ხომ არ უნდა ვეძებოთ?

- ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს, ასევე, კონკრეტულად, ილია მეორის წინააღმდეგ კამპანია წლების განმავლობაში წარმოებს. ე.წ. „ციანიდის საქმესაც“ ამ კამპანიის ნაწილად ვთვლი. საერთოდ, „ციანიდის ვერსია“ თავიდანვე ხელოვნური ჩანდა...

- „ციანიდზე“ აქცნეტი, უტრირებულად რომ ვთქვათ, ალბათ, დიუმასა თუ აგათა კრისტის გავლენით გაკეთდა...

- მართალია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ვიცნობ, მაგრამ ვიმეორებ, ეს ვერსია რეალური თავიდანვე არ ჩანდა...

- ქალბატონო თამარ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერ გავიგებთ, რეალურად რა მოხდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მოწამვლის არა, მაგრამ შეიძლება, ის ვერსია განვიხილოთ, რომ დეკანოზ მამალაძეს უწმინდესის მიმართ რამე ბოროტი განზრახვა მართლა ჰქონდა...

- თავდასხმაში არარეალური, თავისთავად, არაფერია, მაგრამ რეალური ის არ ჩანდა, რაც პროკურატურამ გვითხრა, რომ ეს ადამიანი თითქოს საზღვარზე გადადიოდა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა, თან მიუთითებდნენ, რომ ეს დეკანოზი პატრიარქის ძმიშვილის, მეუფე დიმიტრის ახლობელია. ამიტომაც, თავიდანვე ეჭვი გამიჩნდა, რომ ყველაფერი შესაძლოა, ამ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ პატრიარქისგან ამ ადამიანების ჩამოშორებას ემსახურება, თორემ დამაჯერებლად არ მიმაჩნია, რომ ძმიშვილი რამენაირად პატრიარქის წინააღმდეგ იყოს განწყობილი.

- მაშასადამე, ქალბატონო თამარ, ეჭვობთ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, უწმინდესს ძმიშვილი, მეუფე დიმიტრი ჩამოაცილონ?

- ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ძმიშვილის თვისებებზე წარმოდგენა მაქვს - ამ ადამიანს არც ვიცნობ, მაგრამ პატრიარქის საწინააღმდეგო კამპანიის მიზანი, როგორც ჩანს, ისაა, რომ პატრიარქს ის პირები ჩამოაშორონ, რომლებიც მისთვის უფრო საიმედონი არიან.

- პატრიარქისთვის საიმედო პირების ჩამოცილება ვის აწყობს?

- ვის და, - ხელისუფლებას ან იგივე იმ ძალებს, ვინც ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიას წლებია, აწარმოებენ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ილია მეორეს ოკუპირებული, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ძალიან მტკიცე პოზიცია აქვს. შეიძლება, ზოგ რამეში არ ეთანხმებოდე, მაგრამ პატრიარქი თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი გახლავთ და თავისი ბუნებით იმ ბნელი ძალების მონათესავე არაა, რომელი ძალებიც ეკლესიაში უხვად არიან შეგზავნილნი.

- „ბნელ ძალებში“ ვის გულისხმობთ ან ეკლესიაში შეგზავნილები ვისგან არიან?

- უპირველე ყოვლისა, რუსულ სპეცსამსახურებს ვგულისხმობ. საერთოდ, ეკლესიაში ხალხის შეგზავნა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ხდება და აქედან გამომდინარე, ეს ახალი პრაქტიკა არაა, ანუ მაშინდელებიც იქნებიან და ახლებსაც შეაგზავნიდნენ. ისე, ბოლო წლებია, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ორი მხრიდან აწარმოებენ: ერთია შიგნიდან.

- „შიგნიდან ბრძოლა“ რას ნიშნავს?

- აგიხსნით: ე.წ. ფუნდამენტალისტები თითქოს მართლმადიდებლობას იცავენ და სხვადასხვა აღმსარებლობის შეუწყნარებლობას ქადაგებენ.

- როგორც ვხვდები, ამ წუთას, ე.წ. „ტაბურეტკიან მამაოებზე“ საუბრობთ, არა, ქალბატონო თამარ?

- დიახ, ისინი აგრესიას და შეუწყნარებლობას ქადაგებენ. არადა, ქართული ეკლესიის ინტერესებასა და, საერთოდ, ქრისტიანობის არსიდან, ასევე, ჩვენი ისტორიული წარსულიდან ისე შორს არაფერია, როგორც ეს აგრესულობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა. ყველაფერი ეს, უპირველესად, თავად ეკლესიას ვნებს - შეიძლება, ადამიანს გაცნობიერებული არ აქვს და მართლა ჰგონია, რომ ასეთი დამოკიდებულებით სიწმინდებს იცავს, მაგრამ მათ, ვინც ამ ადამიანებს მართავენ, ძალიან კარგად ესმით, რასაც აკეთებენ.

- და ადამიანებს, რომლებსაც გუწლრფელად სჯერათ, რომ აგრესიით სიწმინდებს იცავენ, ვინ მართავთ?

- მიმაჩნია, რომ ისინი რუსეთიდან იმართებიან, თუმცა კონკრეტული გვარები არ ვიცი!

- ისე, ბოლო დროს ოფიციალური კრემლი ცდილობს, რუსეთი მართლმადიდებლობის გადამრჩენად და ბიზანტიის სამართალმემკვიდრედ წარმოაჩინოს. განსხვავებულების მიუღებლობაც სათავეს რუსეთისგან იღებს. მოკლედ, ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ეს რუსული ნარატივია...

- დიახ, ცდილობენ, რომ ქართული ეკლესია იზოლაციონიზმისკენ იყოს მიდრეკილი, მსოფლიოს მართლმადიდებლურ წრეებთან კავშრი არ ჰქონდეს და მხოლოდ რუსეთზე იყოს მიბმული. შეიძლება, ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება და უფრო ფართო სასაუბროა, მაგრამ იგივე ახალი და ძველის სტილის კალენდრის თემაც რუსეთისგან მოდის, ანუ ცნობილია, რომ ქართულმა ეკლესიამ ახალ სტილზე გადსვლის შესახებ დადგენილება ჯერ კიდევ 1918 თუ 1920 წელს მიიღო, მაგრამ კომუნისტებმა ყველაფერი ეკლესიის შიდა ბნელ ძალებს გადააბრალეს და კალენდარი ისევ ძველ სტილზე დააბრუნეს.

- ქართული ეკლესიის ძველ სტილზე გადასვლა კომუნისტების ინტერესში რატომ შედიოდა?

- რატომ და, - კომუნისტებს აწყობდათ, ეკლესია ყოველდღიურ ცხოვრებასა და თანამედროვეობას, შესაბამისად, ადამიანების ფართო მასა ეკლესიას დაშორდებოდა. ათეისტების მემკვიდრეებიც ამ მიდგომას ატარებენ...

- „ათეისტების მემკვიდრეები“ ლიბერალები არიან?

- მათ ფსევდოლიბერალებს ვუწოდებ, რადგან ლიბერალიზმი რწმენისადმი ასეთ დამოკიდებლას არ ნიშნავს.

მოკლედ, ეკლესიას ძირითადად ორი მიმართულება ებრძვის - შავ-ბნელი ძალები, რომლებიც ვითომ მართლმადიდებლობას იცავენ და ფსევდოლიბერალები, რომლებიც პრაქტკულად, ათეისტების საქმეს აკეთებენ. ეს ორი ძალა ერთმანეთთან თითქოს დაპირისპირებულია, მაგრამ სინამდვილეში, ორივე ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული და, რეალურად, ეკლესიის დასუსტებას ცდილობს.

- გამორიცხავთ, რომ ფსევდოლიბერალების უკანაც რუსული სპეცსამსახურები იდგნენ?

- ამ ადამიანების ნაწილი შეიძლება, მართლაც, ასე ფიქრობს, ნაწილის უკან კი, სპეცსამსახურები დგანან. ასეა თუ ისე, ორივე ძალა ერთ საქმეს აკეთებს...

- ქალბატონო თამარ, სიტყვა გაგვექცა. ამიტომ, მოდით, ისევ „ციანიდის საქმეს“ დავუბრუნდეთ. დავუშვათ, ვიღაც პატრიარქის მოწამვლას მართლა გეგმავდა, მაგრამ დანაშაული, როგორც წესი, მოტივაციის გარეშე არ არსებობს. ჰოდა, თუ დავუშვებთ, რომ დაკავებული დეკანოზი უბედურების ჩადენას აპირებდა, საამისოდ რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა?

- ამ შემთხვევაში, დანაშაული, მგონი, საერთოდ არ იყო.

- აბა, დეკანოზის დაპატიმრების ოპერაცია რას ემსახურებოდა?

- რას და, - ვფიქრობ, დანაშაულის მომავალში ჩადენას, ანუ ვთვლი, რომ ყველაფერ ამაში დიდი საშიშროებაა ჩადებული.

- ესე იგი, საზოგადოება შეაგუეს აზრს, რომ შესაძლოა, უბედურება მართლა მოხდეს?

- დიახ, ეკლესიაში ერთმანეთზე ისე არიან გადაკიდებულნი, რომ თუკი მომავალში რამე მოხდება, მათი გაკეთებული იქნებაო, ანუ რაღაცანარად ალიბი შეიქმნა.

- გამორიცხული, ცხადია, არაფერია და არსებობის უფლებაც ნებისმიერი ვერსიას აქვს, მაგრამ ფაქტია: ეკლესიაში დაპირისპირება არსებობს და ამაზე სასულიერო პირებიც უკვე ღიად ლაპარაკობენ...

- დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ამის ფართო რეკლამირება ხდება, რადგან ეს ხელისუფლებას აწყობს.

- რატომ?

- თუკი, ღმერთმა დაიფაროს და, პატრიარქის სხვა სასულიერო პირით ბუნებრივი ჩანაცვლების საკითხი დადგება, ხელისუფლებას, ცხადია, თავისი კანდიდატურა ეყოლება და ამიტომ, იმ ჯგუფის გაძლიერებას ცდილობს, რომელიც აწყობს. ვთვლი, რომ ხელისუფლებას ილია მეორე არ აწყობს! წინა ხელისუფლებაში კი ამ საკითხზე, ჩემი აზრით, განხეთქილება არსებობდა - შორიდან ვიცი, რომ სააკაშვილი ილია მეორის მიმართ მტრულად არ იყო განწყობილი.

- ასეთი მოსაზრება აქამდე არ მომისმენია...

- „ნაციონალებში“ სხვადასხვა მიმდინარეობა იყო, რომელთაგან ზოგი უფრო მტრულ დამოკიდებულებას ქადაგებდა...

- ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, ზოგმა აქცენტი გააკეთა, აი, დაკავებული დეკანოზის ბინის ჩხრეკისას თბილისი-კიევის ბილეთები ამოიღესო...

- ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა, თუ კვალს კიევისკენ წაიყვანდა, მაგრამ ეს აბსურდია!

- შეგიძლიათ, დამისაბუთოთ, ხელისუფლებას ილია მეორე რატომ არ უნდა აწყობდეს?

- ეკლესია პარტიებს შორის სახელისუფლო ბრძოლაში არ უნდა ჩაერიოს, თორემ ტერიტორიული მთლიანობა და სხვა საერთო ეროვნული ღირებულების საკითხები ზეპოლიტიკურია, რაშიც ეკლესია, რასაკვირველია, უნდა ერეოდეს! მოკლედ, არ ვფქირობ, რომ იგივე 2012 წელს ილია მეორე პარტიებს შორის ბრძოლაში ჩარეული იყო, რასაც სამწუხაროდ, ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილზე ვერ ვიტყვი...

- ეკლესია, გვინდა თუ არა, დიდი პოლიტიკის ნაწილია, ანუ „ციანიდის სკანდალამდე“ დღის წესრიგში ოკუპაციის კანონის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, რის შემდეგაც ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდნენ...

- დიახ, დიახ... არც რკინიგზის აღდგენის თემა დაგავწიყდეთ და არც - ის, რომ ლტოლვილების ნაწილისთვის სტატუსის შეცვლა გადაწყვიტეს...

- ესე იგი, შეიძლება, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ „ციანიდის სკანდალი“ ამ ჯაჭვის ნაწილია?

- მხოლოდ ამ ჯაჭვის ნაწილი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს საქართველოში თავისი ამოცანები აქვს. ბუნებრივია, პუტინი ვერ ჩამოვა და ამ ამოცანებს პირდაპირ ვერ განახორციელებს. ამიტომ, ამ ამოცანების ძირითად განმხორციელებლად საქართველოს ხელისუფლებაა მიჩნეული. ილია მეორე ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების, რასაკვირველია, წინააღმდეგი იქნება და შეტევა ეკლესიაზე, „რუსთავი 2“-სა და, საერთოდ, მას-მედიაზე საერთო კონტექსტში ჯდება.

- სხვათა შორის, მეუფე პეტრემ სწორედ რუსულ კონტექსტში პატრიაქრის მდივან-რეფერენტი და მისი „ოქროს თევზები“ ახსენა. „ოქროს თევზები“, თურმე, „კაკეგეშნიკური“ ტერმინი ყოფილა..

- არ შემიძლია, რომელიმე პირის სიწმინდესა თუ სრულ უდანაშაულობაზე თავი დავდო, მაგრამ სამღვდელოებისთვის ასეთი აგრესია, ჩემი აზრით, შეუფერებლია...

- ქალბატონო თამარ, წეღან „რუსთავი 2“ ახსენეთ...

- დიახ, მას-მედიის სრული დამორჩილების მოძრაობა მიმდინარეობს, განსაკუთრებული შეტევა კი, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“-ზეა.

- „რუსთავი 2“-ზე შეტევა რას ემსახურება?

- რას და, - განსხვავებული აზრისა და იმ ინფორმაციის ჩახშობას, რომლის გაჟღერებაც ხელისუფლებას არ უნდა.

- 21-ე საუკუნეში მედიასთან ბრძოლას აზრი, მგონი, არ აქვს, რამეთუ სხვა თუ არაფერი, სოციალური ქსელები არსებობს...

- სოციალური ქსელი თნამედროვეობის ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ ფართო საზოგადოებას მასზე იმ მასშტაბის წვდომა არ აქვს, როგორც - ტელევიზიაზე. ისე, ხელისუფლებაზე რომ იყოს დამოკიდებული, ალბათ, სოციალურ ქსელსაც მოსპობდა... პირადი სიმპათია-ანტიპათიის გარდა, რასაც ხელისუფლება არ მალავს, რასაკვირველია, დავალებაცაა, რომ იგივე „რუსთავი 2“ ჩახშობილი იყოს, რადგან ხელს იმ სტრატეგიულ ამოცანებს უშლის, რაც რუსეთიდან მომდინარეობს...

- გია ცერცვაძის ინციდენტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

- მხოლოდ ცერცვაძის კი არა, იგივე ლუკავას ცოლის შიმშილობაც, რა თქმა უნდა, ამ კონტექტსში უნდა განვიხილოთ.

- ლუკავა აფხაზმა სეპარატისტებმა 2011 წელს დაიჭირეს...

- დიახ, მაგრამ ამ ამბავში ახალი ისაა, რომ გასთავისუფლებელთა სიაში ლუკავა არ მოხვდა. ამ შემთხვევაში, გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქართველი მებრძოლებისადმი ზოგადი დამოკიდებულებაა...

- ერთი სიტყვით, ქვეყანა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას?

- პირდაპირ იმის თქმა, რომ დამოუკიდებლობას დავკარგავთ და ჩვენი ისტორიის ეს ეტაპი დასრულდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ ამ პროცესებს ქართულზე მეტად საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა აკავებს და სწორედ ამის დამსახურებაცაა, რომ ხელისუფლებას „რუსთავი 2“ ხელში დღემდე არ აქვს ჩაგდებული.

- არ გეკამათებით, მაგრამ საქართველოს ევროარჩევანი რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალებისა თუ პარტიის კი არა, მთელი ქვეყნის არჩევანია, რომელიც სათავეს ილიასა და სულხან-საბადან იღებს...

- რა თქმა უნდა, მაგრამ ევროარჩევანის დაცვა, უპირველესად, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფაა, თორემ თუკი საბჭოთა სტილის რამდენიმე ტელევიზიას მივიღებთ, ევროარჩევანი ფორმალობა იქნება...

- ჩვენში დარჩეს და, - თავისუფალ სიტყვას „ნაციონალებიც“ ებრძოდნენ, რისი ნათელი მაგალითიც „იბერიასა“ თუ „იმედის“ მოვლენებია...

- რა თქმა უნდა...

- ესე იგი, „ნაციონალების“ მედიასთან ბრძოლაც რუსული ნარატივი იყო?

- ავტროიტარიზმი ავტომტურად იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რუსეთის მითითებით კეთდება. ავტორიტარიზმი, როგორც მოვლენა, არსებობს და მისკენ მიდრეკილება „ნაციონალების“ დროსაც იყო...

- ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობაში, ბევრით არა, მაგრამ რუსული განწყობები მაინც გაზრდილია. ამის ახსნა სოციალური ფონით შეიძლება?

- შეიძლება, სხვა ფაქტორებიც იყოს, მაგრამ სოციალური ფაქტორიც გასათავლისწინებელია, რადგან მოსახლეობის ნაწილი უზრუნველ სოციალურ ყოფას რუსეთთან აკავშირებს...

- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ახალი ეროვნული მოძრაობა ხომ არ უნდა დაიწყოს?

- საჭიროა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და, საერთოდ ქართლი საზოგადოება ყველაფერზე ადექვატურად რეაგირებდეს და სახელმწიფოსთვის სასარგებლო პროცესებს ხელს უწყობდეს.

- მერე, გააქტიურდით და სახელმწიფოსთვის სასარგებლო პროცესებს ხელი შეუწყვეთ, ქალბატონო თამარ!
-

- შეიძლება, პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ იგივე საბჭოთა პერიოდში ჩვენი აქტიურობა ფინანსებთან დაკავშირებული საერთოდ არ იყო და ბერკეტიც მეტი გვქონდა - მაგალითად, განცხადების ათი თუ ოცი ეგზემპლარის გავრცელებას უფრო დიდი ეფექტი ჰქონდა ხოლმე... დღეს კი, ფინანსების გარდა, ისიც პრობლემაა, რომ ადამიანები, რომელთა მართვაც არ შეიძლება, არავის აწყობს!

ვანო პავლიაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42