Wizz Air- მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:48, 16 Feb, 2017     3113
უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.

ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს ავიაბაზარი რეგიონში ერთ-ერთი მდგრადად განვითარებადია. მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, წელსაც, იანვარი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის ძალიან პოზიტიური თვე იყო.

,,მაგალითად, ქუთაისის აეროპორტს 130 %-იანი ზრდა ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ზრდა კიდევ და კიდევ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც საკმაოდ წარმატებული იყო და წელს მასაც ბევრი სიახლე ექნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. დაიწყო გაყიდვები ბილეთებზე ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით, რომელსაც კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ქეთევან ალექსიძემ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარი. „ჩვენ არ გვქონდა აქამდე პირდაპირი რეისები, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდებოდა ნებისმიერ ტურისტს აქ ჩამოსასვლელად და ვფიქრობთ, რომ არსებული საშუალებით გავზრდით მგზავრთნაკადს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომ მარტივად, პირდაპირი რეისით მოხვდნენ დიდ ბრიტანეთში“ - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას 18 ივნისიდან დაიწყებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99 ლარი/£ 34.99-დან.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს უკვე ევროპის 9 ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას სთავაზობს. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42