საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო კონგრესზე ენერგეტიკული პროექტების პრეზენტაცია გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:38, 16 Feb, 2017     1307
საპარტნიორო ფონდის ენერგეტიკული პროექტების პრეზენტაცია „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზიის“ საერთაშორისო კონგრესზე გაიმართა, რომელიც თბილისში ჩატარდა. საპარტნიორო ფონდის პროექტები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ წარადგინა.

საპარტნიორო ფონდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში. ფონდის თანამონაწილეობით განხორციელდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტი, ხორციელდება ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე რამდენიმე მცირე და საშუალო ჰესის განვითარება. ფონდის თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტების საერთო ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ენერგეტიკის დარგზე მოდის.

კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისათვის. კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდრო, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.

კონგრესზე, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და საქართველოს, როგორც სახელმწიფო ასევე, კერძო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს.

ორდღიანი კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის“ ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42