როგორც „როიტერსი“ იტყობინება, დაღუპულთაგან 9 ქალი, ერთი კი ბავშვია. დაშავებულია ათობით ადამიანი.
მეამბოხე ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა კოალიციის ძალებს დააკისრეს.
იემენში უკვე წელზე მეტია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ ამბოხებული ჰუსიტები მხარს.
ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა.
იემენის ამჟამინდელ პრეზიდენტს მანსურ ჰადის არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამთავრობო ძალებს 2015 წლიდან მხარდაჭერას უწევს კოალიცია, რომლის სათავეში საუდის არაბეთი დგას.
იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






