23 წლის დანიელი სტუდენტი, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი მებრძოლი მოკლა(ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 12:53, 16 Feb, 2017     130742
23 წლის დანიელი სტუდენტის, იოანა ფალანის მოკვლისთვის , რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ 1 მილიონი აშშ დოლარი აქვს დაწესებული.


წარმოშობით ირანელი ქურთი იოანა ქურთულ ელიტურ შენაერთ „პეშმერგას“ რიგებში იბრძვის. მისი თქმით, როგორც სნაიპერს, ერაყსა და ირანში 100-ზე მეტი ტერორისტი ჰყავს მოკლული, თუმცა დანიაში მას ტერორისტად აღიქვამენ.

როგორც აღმოჩნდა, იოანამ, 2014 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკის ფაკულტეტი მიატოვა და სირიაში საომრად წავიდა.

ფალანი თავდაპირველად ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი - ISIS- ის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებს შეუერთდა.

სნაიპერმა იოანა ფალანიმ მონაწილეობა მიიღო სექსუალურ ძალადობასა და ტყვეობაში მყოფი იეზიდი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების ოპერაციაში, შემდეგ კი მათი სურვილის თანახმად, ქალებს ბრძოლას ასწავლიდა.

იოანა ერაყის ქალაქ რამადაში, გაეროს ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. მისი მამა და ბაბუაც „პეშმერგას“ რიგებში იბრძოდნენ.

მედიის ყურადღების ცენტრში იოანა 2015 წელს მოექცა, როდესაც დანიაში დაბრუნდასამთავრობო ძალებმა დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ კონფლიქტის ზონაში დაბრუნება აუკრძალეს. თუმცა 2016 წლის ივნისში ის სირიაში მაინც დაბრუნდა და ოქტომბრამდე იქ იმყოფებოდა.

იოანა, რომელიც ამჟამად დანიელ სამართალდამცავებს ემალება, MailOnline -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან წუხს იმის გამო, მისი ქვეყნის კანონების დარღვევა მოუწია, მაგრამ სირიაში აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ის უყურადღებოდ ვერ დატოვებდა იმ ქალებს, რომლესაც წვრთნიდა.

„ეს ჩემი არჩევანი იყო. არ მინდა "ისლამურმა სახელმწიფომ" ისეთი ზიანი მიაყენოს ევროპულ ქვეყნებსა ხალხს, როგორიც ქურთებს. ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მზად ვიყავი საკუთარი სიცოცხლეც დამეთმო. სამწუხაროა, რომ ჩემს ქვეყანაში ტეორორისტად აღმიქვამენ“ - განაცხადა იოანამ.

მას შემდეგ იოანა ფალანის პასპორტის გამოცვლა და ლოკაციების მუდმივად შეცვლა მოუწია.

"მუდმივად საცხოვრებელი სახლის შეცვლა ფინანსებთან არის დაკავშირებული. ხშირად მშია, მცივა. დანიის მთავრობა ცდილობს დაამტკიცოს, რომ მე ISIS-ის ტერორისტიდგან არაფრით განვსხვავდები, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მე კრიმინალი არ ვარ" - აცხადებს იოანა.

მისი თქმით, ციხეში ყოფნისას გაიგო, რომ ISIS-მა მასზე ჯილდო დააწესა, 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის.

„ISIS-ს ჩემი მოკლვა სურს, მაგრამ უპირველესად უნდა სექს მონად მაქციოს.

მაგრამ ჩემი, როგორც ქალის სიყვარული თავისუფლების და დამოუკიდებლობისადმი იმაზე ძლიერია, ვიდრე ISIS-ის მონობის შიში. სწორედ ეს მამოძრავებს. შევეცდები მათ დავანახო, რომ მე ვარ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი. ამით დავამარცხებ მათ“ - ამბობს იოანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42