Lamborghini-ს ცეცხლთან პრობლემები აქვს. ლეგენდარულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა ათასობით სუპერქარი უკან გაიწვია, მათ შორისაა Veneno-ს მოდელი, საუბარია ცეცხლის გაჩენის რისკზე.
ექსპერტების თქმით, პრობლემები შესაძლოა ავტომობილების ძრავებში წარმოიქმნას, რამაც შესაძლოა აალება გამოიწვიოს და სწორედ ამიტომ, ცეცხლის მოდების დიდი რისკი არსებობს.
გაწვევა შეეხო 12 ცილინდრიან „მონტსრს“Venenos-საც, ამ სპორტული სუპერქარის მართვა ქალაქის ქუჩებშიც დაშვებულია, მისი ღირებულება კი 4 მილიონი აშშ დოლარიდაც 4.5 მილიონამდე მერყეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ Venenos მფლობელები ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების გაწვევის შესახებ სამშაბათს იქნენ იმფორმირებულნი.
ავტომწარმოებელმა ბაზრიდან 5 900 Aventador-იც გაიწვია, რომელთა საწყისი ღირებულებაც 400 ათასი ამერიკული დოლარი გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები






