საყვარელი ფერი და ადამიანის ხასიათი
საზოგადოება - 14:34, 27 Oct, 2012     1011



ამ ფერის მოყვარს ყოველთვის არ შესწევს უნარი, სწორად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, რის გამოც ხშირად მარცხდება და ძალიან განიცდის. მის ცხოვრებაში ინტიმურობა წარმმართველ როლს თამაშობს. მისი დევიზია: გიყვარდეს და იყავი სასურველი! მიზნის მიუხედავად, ის ყოველთვის პირდაპირ მოძრაობს. მასთან ურთიერთობისას, აუცილებლად აღმოაჩენ, რომ მას უკონტროლო ემოციები აქვს, რის გამოც ხშირად იწყებს ,,საქმის გარჩევებს,,.

ნაცრისფერი

ამ ფერის მოყვარულს ყველაზე რთული პრობლემების მოგვარება შეუძლია. ერკვევა ზუსტ მეცნიერებებსა და ტექნიკაში. ზოგადად, მუქი ნაცრისფერი - განწმენდის ფერია. ის ჩნდება ჩვენს სიზმრებში ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევისა, თუ სასიყვარულო გაუგებრობების მოგვარების დროს. მას საოცრად უყვარს წესრიგი. თითოეულ ნივთს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი, როგორც ცხოვრებაში, ასევე აზრებში. შესაძლოა ზოგჯერ უჟმური ადმიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ რთულ სიტუაციაში, აუცილებლად დაგეხმარებათ! ის ხელოვანი სულის მქონე პიროვნებაა და ბევრი მიმართულებით აღწევს მწვერვალს. ინტიმურ ურთიერთობებში საოცრად გახსნილია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად პრობლემები აფრთხობს და ყველანაირად ცდილობს გაექცეს, თავი აარიდოს მათ.

ყავისფერი

ამ ადამიანს გაწონასწორებული ხასიათი აქვს. ცდილობს გააზრებულად მოიქცეს. არ უყვარს ხმაური და მარტოობასა და სიჩუმეს ამჯობინებს. ურთიერთობებში ახასიათებს სიმკაცრე, ცხოვრებაში-სიმტკიცე და ზომიერება. მას უყვარს ძალაუფლება და ისწრაფვის მისკენ. მისთვის უმთავრესია, მყარად და ძლიერად იდგას მიწაზე. ასეთი პიროვნება, რა თქმა უნდა, იშვიათად იმსახურებს გარშემომყოფების სიმპათიებს, მაგრამ რთულ სიტუაციებში მასზე დაყრდნობა თავისუფლად შეგიძლიათ. ადვილად უმკლავდება პრობლემებს და თუ რამე დაისახა მიზნად, აუცილებლად მიაღწევს!

მწვანე

ჯიუტი და შეუპოვარია, ხოლო ოქროსფერთან ერთად - წარმატებული ბიზნესმენების ფერია! მწვანეს მოყვარული ადამიანი ყოველთვის მატერიალური სტაბილურობის მოპოვებას ცდილობს. ჩაკეტილი ნატურაა, რომელიც სხვათა ენერგიას ახშობს. საკუთარი თვისებების წყალობით მას, როგორც სულიერი, ისე მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლია. ახლობელ ადამიანებში დაცულობის განცდას იწვევს. პირადი (და სექსუალურიც!) ცხოვრება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ცხოვრებისეულ წარუმატებლობას ძლიერ განიცდის. შესწევს უნარი, გადალახოს ნებისმიერი სიძნელე. მის მოსაზრებებზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ უდიდესი მოთმინებითა და დიპლომატიითაა შესაძლებელი.

წითელი

ამ ფერის მოყვარული ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად, მგზნებარე და ცეცხლოვანია. უყვარს ლიდერობა და მშვენივრადაც გამოსდის, თუ, რა თქმა უნდა, არასასურველი ემოციებისა და უზომო ამბიციების მსხვერპლი არ გახდება. იშვიათად აწუხებს სინდისის ქენჯნა. არავითარ შემთხვევაში უსაყვედუროთ მას წვრილმანებზე, რადგან ეს მასში გაღიზიანებას გამოიწვევს და მაინც არ აღიარებს თავის დანაშაულს! კიდევ, მას უყვარს სიცოცხლე და ხშირად გამოსდის კიდეც დასახული მიზნების სისრულეში მოყვანა. წითელი- უგუნური ვნების ფერია. მას შესაძლოა ჰქონდეს ბევრი გატაცება, ჰობი, მთავარია, მისი ცხოვრება რისკთან იყოს კავშირში - ნადირობით დაწყებული-ავტორბოლით დასრულებული. თუმცა, ზოგჯერ, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულმა სფეროებმა დააინტერესოს.

იისფერი

ამ ფერის მოყვარული ადამიანი არაჩვეულებრივი ბუნების პატრონია. ისწრაფვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, უყვარს სიურპრიზები. შესაძლოა, „მძინარედ“ მოგეჩვენოთ, მაგრამ გულის სიღრმეში, ის ფრენაზე, ფრთების ქონაზე ოცნებობს, რათა რაც შეიძლება მაღლა აფრინდეს. უყვარს ინტელექტუალური ურთიერთობები და სხვათაშორის, უმეტესად ეს ყოფნის კიდეც. ისეთი ინტელექტის პატრონია, რომ მის გვერდით მყოფ ბევრ ჩვეულებრივ ადამიანში დაძაბულობას იწვევს. მას იზიდავს ყველაფერი იდუმალი, ამოუცნობი და ცდილობს, ამ ყველაფერს გასაღები უპოვნოს. უყვარს უკიდურესი სიჩქარე და არ ეშინია საფრთხის.

ვარდისფერი

ცხოვრობს ოცნებების სამყაროში. ოცნებობს ამაღლებულ სიყვარულზე. მშვიდი და მოშვებულია. უყვარს კომფორტი და მყუდროება. არც თუ ისე იშვიათად სინამდვილეს „ვარდისფერი სათვალეებით“ უყურებს, ამდენად, სიმშვიდე მისი მეორე „მეა“. მკაცრ რეალობასთან შეჯახებამ მას შესაძლოა მიზნისკენ მიმავალი გზა დააკარგვინოს. ხშირად გარშემომყოფებს იმედს უცრუებს, რადგან ზედმეტად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ უსიამოვნებებისა და ცხოვრებისეული ბობოქარი პერიოდების დასრულებისთანავე, მომენტალურად წყნარდება. უფრო მეტს ჰპირდება, ვიდრე შეუძლია გააკეთოს. მისი გეგმები ხშირად ილუზორულია.

ყვითელი

ძლიერი ნებისყოფისა და სულის პატრონია. თავისი არსით ლომია, რომელსაც უნარი შესწევს თავისი ძალა და ნებისყოფა მიმართოს იქით, სადაც უფრო ეფექტური იქნება. წარმატებულია როგორც მეცნიერებაში, ასევე სხვა დარგებშიც, თუნდაც კამერის წინ. მას შეუძლია ბევრი მუშაობა, თუმცა ბრწყინვალე დასვენებაც გამოსდის, როგორც მარტოს, ისე სხვა ადამიანების გარემოცვაშიც. გახსნილი ადამიანია, მისი ცხოვრება სავსეა კაშკაშა გამონათებებით. ის ჭკვიანია, მგრძნობიარე და მთელი თავისი არსებით ორიენტირებულია ბედნიერებაზე. სულგრძელი პიროვნებაა და გარშემომყოფები შესანიშნავად ამჩნევენ მის ამ თვისებას, ამიტომ ეტანებიან მას. ფლობს გარე სამყაროს შეცნობის უნარს და ცოდნას სხვებსაც სიამოვნებით უზიარებს. მომთმენი და შეუპოვარია. გასაგები მიზეზების გამო, ამ ადამიანების ხშირად შურთ.

ცისფერი

თუ ადამიანს უყვარს ეს ცის, ან სამხრეთული ზღვის ფერი, მას უყვარს მოგზაურობა და თვალსაწიერის გაფართოება. ეს შემეცნებითი ბუნების ადამიანია. ცისფერი მსახიობების (არ არის აუცილებელი პროფესიით!) ფერია. ამ ადამიანებს უყვართ ცხოვრება, მასში ლამაზი როლის შესრულება, იზიდავთ წარმატება და ადვილადაც აღწევენ მას. ისწაფვიან აღიარებისკენ. არ უყვართ მარტოობა. ისინი კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან, უყვართ გაცემა, მაგრამ იგივეს ითხოვენ სხვებისგანაც.

თეთრი

კარგად აქვს განვითარებული წარმოსახვის უნარი. მას შეუძლია იცხოვროს ისე, რომ საკუთარ თავში ლამაზი ზღაპარი ატაროს. ტოვებს ზღაპრული პრინცესის (პრინცის) შთაბეჭდილებას და ეძებს მას თავდაუზოგავად. მის ნატურას ორი უკიდურესობა ახასიათებს: შეუძლია თანაგრძნობისს გამოხატვა მძიმე წუთებში, მაგრამ, ამასთან, სხვისი პრობლემებისგან თავს შორს იჭერს. მეოცნებეა. თუ ცხოვრებაში რამე არ აწყობს, გაურბის სიძნელეებს, ხმაურს და მარტოობას ამჯობინებს.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42