მალაიზიის პოლიციის განცხადებით, კუალა ლუმპურის აეროპორტში , ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს.
როგორც „გარდიანი“ მალაიზიის პოზიციაზე დაყრდნობით იტყობინება, დაკავებულია ვიეტნამის 18 წლის მოქალაქე. დაკავებისას ის მარტო იმყოფებოდა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე , სამხრეთ კორეის მედიამ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც აეროპორტის სათვალთვალომ კამერით არის დაფიქსირებული.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
“როიტერსის“ ცნობით, როგორც მალაიზიური ტელევიზია იტყობინება, 13 ნოემბერს, ის კუალა ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა შხამიანი ნემსის მეშვეობით მოკლა, შემდეგ კი ორივე ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანი ჩრდილოეთ კორეელი აგენტები არიან.
კიმ ჩენ ნამი ძმასთან უთანხმოების გამო ჩრდილოეთ კორეიდან სამი წლის გაიქცა, მაშინ როდესაც კიმ ჩენ ინმა ბიძამისს სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა. გავრცელებული ცნობით, ბოლო წლები მან ჩინეთში, მაკაოში გაატარა.
კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი, კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი იყო. თუმცა , 2001 წელს ყალბი პასპორტით იაპონიაში შეღწევის მცდელობის გამო, მამასთან უთანხმოება მოუვიდა. ლიდერის პოსტზე მისი შემცვლელი კი კიმ ჩენ ირის მეორე ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა. 2011 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სწორედ კიმ ჩენ ინი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






