ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.
მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.
ყველა ავიარეისი შესრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართველ მომხმარებლებს უკვე სთავაზობს 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში.
ინფორმაციისთვის: ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 77 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშიერბს 40 ქვეყნის 137 ქალაქს. „ვიზეარის“ გუნდი, რომელიც დაახლოებით ავიაციის სფეროს 3 000 პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც კომპანია 2016 წლის 30 ნოემბრის ფინანსური წლის მონაცემებით, 23 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. „ვიზეარი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ავიაკომპანია დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. „ვიზეარი“ ახლახანს დასახელდა 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორებისა და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






