ინდოეთმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინდოეთის კოსმოსის კვლევების ორგანიზაციამ (ISRO) ერთი რაკეტის მეშვეობით, კოსმოსში 104 თანამგზავრი გაუშვა.
საუბარია მცირე ზომის სატელიტებზე. ორბიტაზე გაშვებულ 120 სატელიტს შორის 96 ამერიკულ კომპანია Planet-ს ეკუთვნის. თანამგზავრები, სახელად DOVES დედამიწისთვის მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადასაღებად ბენგალის ყურეში მდებარე კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. 50 მათგანი უკვე ორბიტაზე ბრუნავს, ხოლო დანარჩენებიც ნელ-ნელა გაეშვებიან.
ექსპერტების განცხადებით, თანამგზავრების გაშვება ისტორიულია არა მარტო მათი რაოდენობის გამო, არამედ ამით ინდოეთმა კოსმოსური კვლევების ბაზარზე, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ამბიციაც გამოავლინა.
104 სატელიტის გაშვებით ISRO-მ რუსული როსკოსმოსის რეკორდი მოხსნა. წინა რეკორდი 2014 წელს დამყარდა, როცა დნეპრის ტიპის რაკეტით კოსმოსში 37 თანამგზავრი გაიშვა.
ინდოეთის მთავრობამ კოსმოსური პროგრამის დაფინანსება წელს მნიშვნელოვნად გაზარდა და ვენერაზე მისიის გაგზავნის გეგმაზეც ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






