როგორც ბიბისი იტყობინება, კალიფორნიაში, ჯონ უეინის აეროპორტში, ჰარისონ ფორდი საკუთარი ვერტმფრენით უნდა დაშვებულიყო, როდესაც ასაფრენი ბილიკი აერია და მგზავრებით სავსე American Airlines-ის თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე დაიწყო დაშვება.
საბედნიეროდ, მსახიობმა სწრაფად რეაგირება მოახდინა და სამგზავრო ლაინერთან შეჯახების თავიდან აცილება მოახერხა. მან თვითმფრინავს გადაუფრინა და თვითმფრინავი მშვიდობანად დასვა, რამდენიმე წუთში კი სამგზავრი ლაინერი, რომლის ბორტზეც 110 ადამიანი იმყოფებოდა, უპრობლემოდ აფრინდა.
ფორდის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
74 წლის მსახიობს პილოტის ლიცენზია და გამოცდილებაც აქვს, თუმცა ინციდენტების დეფიციტსაც არ უჩივის.
ბოლოს, 2 წლის წინ თვითმფრინავი, რომელსაც ფორდი მართავდა, ლონ-ანჯელესში გოლფის მოედანზე ჩამოვარდა. ავარიის შედეგად, ფორდმა თავის არეში რამდენიმე ტრავმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






