საპარტნიორო ფონდს ამერიკული „ინოვა ჯანდაცვის სისტემის” დელეგაცია ესტუმრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:05, 15 Feb, 2017     1541
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ამერიკული ჰოსპიტალის ოპერატორი „ინოვა ჯანდაცვის სისტემის“ დელეგაცია მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. „ინოვა ჯანდაცვის სისტემა“ საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირებას გეგმავს და ჰოსპიტალური ქსელის გაფართოებას არ გამორიცხავს.

ფონდში გამართულ შეხვედრას ამერიკული ჰოსპიტალის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმზ სანტრი და “თიბისი ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა. „ინოვა ჯანდაცვის სისტემა“ “თიბისი ჰოლდინგთან” და “კონტი ჯგუფთან“ ერთად საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობას უკვე იწყებს და ახალი კლინიკების გახსნას არ გამორიცხავს.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ქართულ მხარესთან საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების გააქტიურების სურვილი გამოთქვა და საპარტნიორო ფონდთან ერთად ჰოსპიტალურ სექტორში კაპიტალდაბანდების პერსპექტივები განიხილა.

ფონდის მენეჯმენტმა თავის მხრივ, ამერიკული ჰოსპიტალის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები და მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების შესაძლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

რაც შეეხება ამერიკულ „ინოვას”, კომპანია აერთიანებს წამყვან კვლევით ინსტიტუტებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ონკოლოგია, გულის დაავადებათა ინსტიტუტი, ნეირო-მეცნიერებათა ინსტიტუტი და ბავშვთა ჰოსპიტალი. მართავს რა 1700-ზე მეტ თანამედროვე საწოლს და 2 მილიონზე მეტ პაციენტს ემსახურება. კომპანია საქართველოში “თიბისი ჰოლდინგთან” და “კონტი ჯგუფთან“ ერთად ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 42 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს. საპარტნიორო ფონდთან კი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42